რუსეთის საგარეო უწყება - ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ინციდენტზე ვისაუბრეთ - ხაზი გაესვა თბილისთან უფრო ენერგიული მუშაობის აუცილებლობას, რათა სასაზღვრო ზონაში გამწვავებების თავიდან აცილება მოხდეს

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ქვეყნის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, „საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლოდროინდელი ინციდენტზე“ ისაუბრეს.

„ინციდენტების ფონზე, თანათავმჯდომარეების მიერ ხაზი გაესვა ოფიციალურ თბილისთან უფრო ენერგიული მუშაობის აუცილებლობას, რათა საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში გამწვავებების თავიდან აცილება მოხდეს. ადგილზე უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კვლავ გაამახვილა ყურადღება ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე, ერთი მხრივ, თბილისთან და მეორე მხრივ სოხუმსა და ცხინვალს შორის. ასევე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე, მათი შემდგომი დემარკირებით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე