პარლამენტმა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. 82-ხმით ერთხმად, მესამე მოსმენით, მიიღეს პროექტი, რომლის თანახმად, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ღია კენჭისყრის წესი, მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება. კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში ნარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

ცვლილებებით, პარლამენტში წარდგენილი ანგარიშების მოსმენის პროცედურები ახლებურად წესრიგდება. კერძოდ, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, სავალდებულო წესით, მხოლოდ კონსტიტუციური ორგანოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშს მოისმენს. რაც შეეხება სხვა დანარჩენი უწყებების ყოველწლიურ ანგარიშებს, ის განსახილველად წამყვან კომიტეტს გადაეცემა, ხოლო პლენარულ სხდომაზე კომიტეტის, ფრაქციის ან ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში გავა.

ამავე პროექტით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება. პროექტით ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საკითხიც რეგულირდება. კერძოდ, თუ გარკვეული მიზეზის გამო პრეზიდენტი პირველ სხდომაზე არ იქნება, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება - ნაცვლად ხუთისა, პარლამენტს შვიდი ვიცე-სპიკერი ეყოლება. რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე - საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა