ფინანსთა მინისტრი - 2024 წელს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი

2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ტურიზმის ხელშეწყობისთვის დაგეგმილ ღონისძებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მომავალ წელს ტურიზმის ხელშეწყობისათვის, გათვალისწინებულია 236 მლნ ლარი. მათ შორის, 191 მლნ ლარი მოხმარდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც გათვალისწინებულია ახალი 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 1 მილიარდ ლარს.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2024 წელს ამ პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია: ბორჯომის, ქუთაისის, წყალტუბოს, თელავის, ბათუმის, მესტიის, მცხეთის, ზუგდიდისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ცენტრალური უბნების განახლების, ტურისტულად მიმზიდველი სივრცეების შექმნისა და განვითარების ღონისძიებების დაფინანსების გაგრძელება, ჯამურად, 161 მლნ ლარის ოდენობით.

მისი თქმით, 2024 წელს, გათვალისწინებულია მიმდინარე წელს დაწყებული გუდაურის ახალი საბაგირო გზის მშენებლობის დასრულება ჯამური 66 მლნ ლარის ღირებულებით.

ასევე, 2 ახალი 2.2 კმ-იანი საბაგიროს დასრულებისთვის 2024 წელს გათვალისწინებულია 30 მლნ ლარი.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ამისთვის 2024 წლის ბიუჯეტში 50 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი. თანხა მოხმარდება წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის მზადებას, რაც პორტის მშენებლობის სამი ძირითადი კომპონენტიდან ერთ-ერთია, რომლის დაფინანსების ვალდებულებასაც სახელმწიფო აიღებს.

„მიმდინარე წელს, წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, გამოვყავით 20 მილიონი ლარი და ჯამურად, მშენებლობის პროცესის დასაწყებად მიიმართება 70 მილიონი ლარი. ამასთან, უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებულია საერთაშორისო კონკურსი და მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ქართული მხარის ვალდებულებაში მოიაზრება სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალის პორტამდე მიყვანა. ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის სახელმწიფოსგან დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდება პროექტის განვითარების და ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, აეროპორტების მიმართულებით 2024 წელს გათვალისწინებულია 67 მლნ ლარის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობის დაწყება;
  • დასრულდება თელავის აეროპორტის რეკონსტრუქცია;
  • დასრულდება თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხის შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა