საკრებულოში 2023 წლის წარმატებული პარასპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“ ფარგლებში 2023 წელს წარმატებული პარასპორტსმენების, მათი მწვრთნელების და პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლების მიღება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი მიღწევების მქონე პარამოფარიკავეებს, პარაძიუდოისტებს, პარაწოლჭიმის და პარატაეკვანდოს მედალოსან პარასპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, საკრებულოს სხვა წევრებმა უმასპინძლეს.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით გურამ ოქროპირიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ წელს განსაკუთრებით წარმატებული წელი იყო პარასპორსმენებისთვის, რომლებმაც სხვადასხვა ასპარეზობაში 50 -ზე მეტი მედალი მოიპოვეს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს პარასპორტსმენებს ვმასპინძლობთ, რომლებმაც საერთაშორისო ასპარეზზე მაღალი მიღწევები აჩვენეს და მედლები მოიპოვეს. სპორტსმენები ასპარეზობას კვლავაც წარმატებით აგრძელებენ და მინდა აღვნიშნო, რომ თბილისის საკრებულო და მერია კვლავაც გააგრძელებს ჩვენი სპორტსმენების მხარდაჭერას“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.

საკრებულოს ინფორმაციით, 2023 წელს მსოფლიოს, და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე მსოფლიო თასებზე და სხვა მაღალი რანგის ტურნირებზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 50-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.

„მათ შორის: პარაძიუდოში გიორგი ქალდანი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, ინა ქალდანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, ზურაბი ზურაბიანი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, ნუკრი მიღრიჯანაშვილი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, რამაზი ჩიკოიძე მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, ლაშა ყიზილაშვილი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, მწვრთნელი ბესიკ რაჯებაშვილი, მთავარი მწვრთნელი ლევან ქოჩიევი.

პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, ნინო თიბილაშვილი პარაფარიკაობა მსოფლიო თასი გამარჯვებული და პრიზიორი, გვანცა ზადიშვილი მსოფლიო თასის პრიზიორი, მთავარი მწვრთნელი მალხაზ მესხი.

პარატაეკვონდოში გიორგი ხიზანიშვილი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, გოგა ხახალაშვილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი, ლია ჩაჩიბაია ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, გიორგი ნიკოლაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, დავით მაქაძე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, გელა ზარქუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, ანდრეი სლეპცოვი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, მთავარი მწვრთნელი შოთა გოჩიაშვილი.

პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძე მსოფლიო თასის გამარჯვებული ორ კატეგორიაში, მირიანი ოგნაძე მსოფლიოს ჩემპიონი, მაკა კვინჩია მსოფლიო თასის პრიზიორი და ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი, მთავარი მწვრთნელი ზურა ციხიშვილი.

ღონისძიების დასასრულს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს მაღალი მიღწევებისთვის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა