აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რამდენიმე  პირი დააკავეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე რამდენიმე პირი, მათ შორის მოძრაობის - „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი დააკავა.

მათივე თქმით, არ იციან, სად წაიყვანეს სამართალდამცველებმა დაკავებულები. ისინი პოლიციისგან აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ და ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პოლიციამ მათ კარვები ჩამოართვა. მათ სამართალდამცველებს კარვების დაბრუნების მოთხოვნითაც მიმართეს.

„ხალხს იჭერენ იმის გამო, რომ კითხვებზე პასუხებს ითხოვენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებულები არიან: რიონის ხეობის მოძრაობის წევრები - ვარლამ გოლეთიანი, გელა ქეთელაური და ნუგზარ გოდოლაძე, ასევე, "პუბლიკას" ჟურნალისტი რატი რატიანი მოძრაობა "ხმის" წევრი გიორგი ხასაია.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით. პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა უნდოდათ. ამასთან, მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი