თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასეულის მეთაური ხატია გოგალაძე საპატიო სიგელით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასეულის მეთაური ხატია გოგალაძე საპატიო სიგელით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის ძალებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. უწება მაქსიმალურად უწყობს ხელს ქალი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიულ განვითარებასა და მათ კარიერულ ზრდას. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მე-11 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის მეთაურს, უფროს ლეიტენანტ ხატია გოგალაძეს შეხვდა. ხატია პირველი ქალია, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი და ამჟამად ის ერთადერთი ქალი სამხედროა, რომელიც საბრძოლო ქვედანაყოფში ასეულის მეთაურის პოზიციაზე მსახურობს.

“თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უფროს ლეიტენანტ ხატია გოგალაძეს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ბოლო სპორტული მიღწევა მიულოცა. ხატიამ ჩოგბურთში გამართულ ტურნირზე „ლოპოტას თასი 2023“ პირველი ადგილი დაიკავა. გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის მინისტრის სახელით, ხატია გოგალაძეს სპორტული წარმატებისთვის საპატიო სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.

26 წლის უფროსი ლეიტენანტი ხატია გოგალაძე მე-11 ქვეით ბატალიონში საბრძოლო ასეულის მეთაურია. ხატია თავდაცვის ძალებში 2014 წლიდან მსახურობს. მან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა, შემდეგ კი, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი ქვეითის სპეციალობით გაიარა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ