პაატა მანჯგალაძე - რაც არ უნდა გავამკაცროთ რეგულაციები ლეგალური ფულის შემოწირვის, არაფერი შეიცვლება, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ე.წ. შავი ბუღალტერია მაინც იმუშავებს

რაც არ უნდა გავამკაცროთ ჩვენ რეგულაციები ლეგალური ფულის შემოწირვის, არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ე.წ. შავი ბუღალტერია მაინც იმუშავებს, შეიძლება გავრცელდეს ოპოზიციაზე, მაგრამ „ქართულ ოცნებაზე“ არასდროს არცერთი რეგულაცია არ გავრცელებულა, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ 3%-ია ოპოზიციის დამფინანსებელი და 97%-ი იურიდიული პირი - „ქართული ოცნების“.

„რისი გვჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი მოახდენს საკუთარი თავის დემონტაჟს? რაღაც საბავშვო ჟანრია. „ქართული ოცნება“ თავის თავს დაისჯის? რაც წერია იქ, ჩავატარებთ სასამართლო რეფორმას და რა არის თურმე სასამართლო რეფორმა, რომ საქმეების განაწილების წესი შეიცვლება, მოსამართლეები დაინიშნება და არ იქნება რიგები სასამართლოში. ეს არის პრობლემა? მურუსიძე სად იქნება? მურუსიძე იჯდება, პრობლემა არ არის. ღონისძიებათა შესყიდვების პროცედურა გახდება უფრო გამჭვირვალე, გახდა გამჭვირვალე და რა? კორუფციაში ვერ შევა „ქართული ოცნების“ 28 მილიონერი რომ ზის პარლამენტში და ტენდერებს რომ იგებენ ვერ გააკეთებენ, თუ რა შეიცვლება? - გააკეთებენ. რაც შეეხება ოპოზიციის დაფინანსებას, აბსურდია საერთოდ. სტატისტიკა ავიღოთ, მხოლოდ 3%-ია ოპოზიციის დამფინანსებელი და 97% იურიდიული პირი არის „ქართული ოცნების“. 20 მლნ, რომლის დეკლარირებასაც არჩევნებიდან არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ ახდენს, ვითომ შემოწირულება 20 მლნ შემოვიდა, სინამდვილეში არის 300 მლნ. დანარჩენი გადატანილია „შავ ბუღალტერიაში“, რაც არ უნდა გავამკაცროთ ჩვენ რეგულაციები ლეგალური ფულის შემოწირვის არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ, რომ ე.წ. შავი ბუღალტერია „ქართული ოცნების“ მაინც იმუშავებს, შეიძლება გავრცელდეს ოპოზიციაზე, მაგრამ „ქართულ ოცნებაზე“ არასდროს არცერთი რეგულაცია არ გავრცელებულა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა