რომან გოცირიძე - შეხვედრიდან გამოვიტანე მეტად სასიხარულო დასკვნა, სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც ჰგონია, რომ  ჩიპში არის ეშმაკები, ურჩხულები და ჭინკები, ყოფილა არასწორი

შეხვედრიდან გამოვიტანე ერთი მეტად სასიხარულო დასკვნა, თურმე სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც ჰგონია, რომ ჩიპში არის ეშმაკები, ურჩხულები და ჭინკები, ყოფილა არასწორი - ადამიანი, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, მივიდეს ადგილზე და გადაიხადოს ფული, ID ბარათს მიუტანენ სახლში,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გოცირიძის თქმით, შეხვედრაზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მხოლოდ 64 ადამიანს აქვს ოფიციალურად უარი დაფიქსირებული აიდი ბარათის აღებაზე რელიგიური მოტივებით და ეს რიცხვი შესაძლებელია მაქსიმუმ 600 იყოს.

„დღევანდელი შეხვედრიდან პირადად ჩემთვის გამოვიტანე ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო დასკვნა, თურმე სპეკულირება, რომ საქართველოში არსებობს 275 ათასი მოქალაქე, რომელსაც არ უნდა ჩიპიანი პასპორტის აღება, რომელსაც ჰგონია, რომ ამ ჩიპში არის ეშმაკები, ურჩხულები და ჭინკები, ყოფილა არასწორი. მივიღეთ ოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველოში მხოლოდ 64 მა მოქალაქემ განაცხადა ე. წ. რელიგიური მოსაზრებით ელექტრონული მოწმობის აღებაზე და სავარაუდოდ, მხოლოდ 600 კაცი შეიძლება იყოს ასეთი, რომელსაც ეშინია ჩიპში ურჩხულების. ეს არის კარგი შედეგი და შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენს მოქალაქეებს იმის გამო, რომ მათ პირადობის მოწმობა ვერ გამოცვალეს მრავალი მიზეზის გამო, ერთი ის, რომ ფული არ აქვთ, ასევე 2011 წლამდე უამრავი ჩვენი მოქალაქე გავიდა უცხოეთში და ამიტომ მივიღეთ მთავარი გადაწყვეტილება, ადამიანს ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, პენსიონერს მივიდეს რაიონულ ცენტრში ან სადმე და გადაიხადოს ფული, მიუტანენ სახლში. სოფლის ცენტრში მივა მანქანა წინასწარ განსაზღვრული სიით, უფასოდ, ყველა მიიღებს პირადობის მოწმობას. 2011 წლამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება, ვინაიდან 2011 წელს შემოვიდა უკვე ჩიპიანი პირადობა. ასე რომ ეს გადაწყვეტილება არის კარგი, ახლა ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს კამპანია მედიით, ყველა მიმართულებით და ვისაც არ შეუძლია, ოჯახში უნდა მიუტანონ პირადობის მოწმობა,"- განაცხადა გოცირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში