იაგო ხვიჩია - ფრიდონ ინჯიას ინიცირებული პროექტი წინააღმდეგობაშია იმ ყველაფერთან, რაზეც უმრავლესობასთან შეხვედრისას ვისაუბრეთ - პარლამენტი ან ინჯიას კანონპროექტს იღებს ან იმას, რა შეთანხმებისკენაც პოლიტიკური პროცესი მიდის

ფრიდონ ინჯიას მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში ინიცირებული პროექტი თავისი შინაარსით წინააღმდეგობაშია იმ ყველაფერთან, რაზეც უმრავლესობასთან შეხვედრის დროს ვისაუბრეთ - შესაბამისად, პარლამენტი ან ინჯიას კანონპროექტს იღებს ან იმას, რა შეთანხმებისკენაც პოლიტიკური პროცესი მიდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის რომ შედეგი დადგეს, ინჯიას კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს.

„შეხვედრაზე დისკუსია იმ მიმართულებით წავიდა, რომ ხალხს ვისაც ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ გააჩნია, ის უფასოდ დაუმზადდეს და გადაეცეს. გაიმართა დისკუსია, რომ 2011 წლამდე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები გაუქმდეს, მათ ნაცვლად ხალხმა ახალი აიღოს და არჩევნებში მონაწილეობა ახალი პირადობის მოწმობებით მიიღოს. ამ მიმართულებით შეთანხმებისკენ სვლა იყო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა