BTU-ში AI JAM კონკურსი გაიმართა - გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცათ

BTU-ს სტუდენტებისთვის Exadel Georgia-სადა Quantori Georgia-სთან პარტნიორობით კონკურსი AI JAM გაიმართა. ღონისძიების საპრიზო ფონდი 5000 ლარი გახლდათ.

კონკურის ფარგლებში, სტუდენტებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შექმნეს დავალების გადაჭრის მექანიზმები, რომელიც არა მხოლოდ ეფექტურად განსაზღვრავს და აანალიზებს კიბერ საფრთხეებს, არამედ უზრუნველყოფს პრაქტიკულ მიდგომებს საფრთხეების შესამცირებლად.

AI JAM-ში მონაწილეობა BTU-ს სტუდენტებისთვის ჯგუფურად ან ინდივიდუალურად იყო შესაძლებელი.

კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ 2 გამარჯვებული გამოავლინა. პირველ ადგილზე გასულმა GeoGuard-მა მიიღო ჯილდო 3 000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასულმა BitBane-მ კი - 2000 ლარი.

„კონკურსმა ნათლად გამოაჩინა მონაწილეების ძალიან საინტერესო იდეები და ფართო შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რაც ძალიან მახარებს. ყველა მონაწილეს მოგვეცა შესაძლებლობა, შეგვექმნა საინტერესო პლატფორმა ინოვაციური გადაწყვეტილებების წარმოსაჩენად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელოვნური ინტელექტის როლს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში. კონკურსმა დამაკავშირა დარგის სპეციალისტებსა და პოტენციურ სამომავლო გუნდის წევრებთან. ამ გამარჯვებამ და ზოგადად კონკურსმა არა მხოლოდ დაამტკიცა თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების მნიშვნელობა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მიმდინარე აკადემიურ საქმიანობაში, პერსპექტივების გაფართოებაში, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში“, - განაცხადა Geoguard-ის გუნდის წევრმა ლუკა ბაკლაგამ.

კონკურსის ჟიური:

ვლადიმერ სვანაძე - საჯარო მმართველობის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი;

გიორგი მკერვალიშვილი - კიბერ უსაფრთხოების პროფესიონალი მრავალწლიანი გამოცდილებით. თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი;

ანა კოლხიდაშვილი - კვლევებისა და განვითარების ხელმძღვანელი - Impel;

რატი სხირტლაძე - მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დირექტორი;

მარიამ ჩახვაძე - მანქანური სწავლება, პროგრამული ინჟინერი - Quantori;

ანზორ გოზალიშვილი - მანქანური სწავლების ინჟინერი (NLP,DL,AWS,MLOps).

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში