გია ვოლსკი - სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“ - ვითარება, რასაც თვალს ვადევნებთ, აბსურდის თეატრია, რევოლუციური კომიტეტის დაშლის პროცესი მიმდინარეობს

სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“ - ვითარება, რასაც თვალს ვადევნებთ, აბსურდის თეატრია, რევოლუციური კომიტეტის დაშლის პროცესი მიმდინარეობს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ „ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არ ირიცხება“.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, აღნიშნული საკითხის სამართლებრივი მხარე მორღვეულია და თემა სასამართლოშიც რომ განიხილონ, აზრი არ აქვს.

„ამ სიტუაციას ნეიტრალური სიტუაციიდან რომ შევხედოთ, არ არსებობს არცერთი ორგანიზაცია, არცერთი პარტია, უწყება, სადაც დირექტორი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, ხაბეიშვილმა ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან ან რაიმე კოლექტიური ორგანოსთან შეთანხმების გარეშე მიიღო, რომელიც ალბათ აქვთ და რომელიც იმ ადამიანის დაწერილ მანიფესტს, რომელიც არც საქართველოს მოქალაქეა და პარტიაშიც არანაირ იერარქიულ პოზიციას არ იკავებს.

სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“. შეიძლება სასამართლოში იქნეს ეს თემა განხილული, მაგრამ ამასაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დაშლის პროცესი მიმდინარეობს. სამართლებრივი მხარე მოშლილი, მორღვეული აქვს ამ ყველაფერს და ლევან ხაბეიშვილის ცოდნა პარტიული მმართველობის საკითხების, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ფაქტია, რომ რომელიმე ტრიბუნიდან „ნაცმოძრაობაზე“ მსჯელობა, როგორც ერთიან მონოლითურ პოლიტიკურ ძალაზე საფუძველს მოკლებულია. პარტიაც აღარაა. რევოლუციური კომიტეტია და თუ რევოლუციურ კომიტეტში ერთი რევოლუციონერი მეორემ გარიცხა, რასაკვირველია, ამას გარკვეული პოლიტიკური დასაბუთება სჭირდება. სამართლებრივ ნაწილს თავი რომ დავანებოთ, ეს ვითარება, რასაც თვალს ვადევნებთ აბსურდის თეატრია. რევოლუციურ კომიტეტის დაშლის პროცესი მიმდინარეობს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. გადაცემის წამყვანებმა ხაბეიშვილს წერილობით გააცნეს შეკითხვა: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი“ და შესაბამისი ფურცელი გადასცეს, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა: „არ ირიცხება, არ ირიცხება, რა ვიცი. ეს თუ ამთავრებს ამ თემას.... არ არის. არ არის, არ წარმოადგენს [ნაციონალურ მოძრაობას]".

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა