მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია აღარ არსებობს - სააკაშვილის კარზე ვინც მეტ ქულას დაიწერს ცალკე ბრძოლებია, მათ შორის მათი ოლიგარქების კარზეც კონკურენცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია აღარ არსებობს. სააკაშვილის კარზე ვინც მეტ ქულას დაიწერს ცალკე ბრძოლებია, მათ შორის მათი ოლიგარქების კარზეც კონკურენცია მიმდინარეობს ვინ მეტ ქულას დაიწერს და გამოაჩენს თავს რადიკალიზმში, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დღეს მავნებლობით არის დაკავებული.

"პარტია არ არსებობს, სატელევიზიო პროდუქტად არის ცნობილი. პარტია მთლიანად დაშლილია, სატელევიზიო სივრცეში არსებობენ, ერთმანეთს რიცხავენ, ებრძვიან. ეს ბრძოლაც არის ბიუჯეტიდან თავის დროზე მოპარული და შემდეგ შავ თუ სხვადასხვა ბიზნესებში დატრიალებული ფულისთვის და გავლენებისთვის ბრძოლა.

სამწუხაროდ, "ნაციონალურ მოძრაობას" არარსებულ პარტიას რაღაც რეიტინგი მაინც აქვს შემორჩენილი. შემიძლია გითხრათ, რომ კვლევებით {რეიტინგი} დრამატულად ეცემა. მათი პარტნიორების მიერ ჩატარებული საველე სამუშაოებზე დაყრდნობითაც კი, როდესაც ცხადდება კვლევები, იქაც დრამატული ვარდნა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ პარტია პრაქტიკულად აღარ არსებობს. თუმცა, გარკვეული გავლენები, ტელევიზიები, ფული არსებობს და ამის გადანაწილებისთვის შიდა ბრძოლებია. სააკაშვილის კარზე ვინც მეტ ქულას დაიწერს ცალკე ბრძოლებია, მათ შორის მათი ოლიგარქების კარზეც კონკურენცია მიმდინარეობს, ვინ მეტ ქულას დაიწერს და გამოაჩენს თავს რადიკალიზმში.

ეს პარტია, იმის გარდა, რომ მავნებლობით, უმძიმესი ცოდვებით არის დამძიმებული, დღეს მავნებლობით არის დაკავებული. თუ მავნებლობის ხარისხს ამცირებენ და არ ჩანან ეთერში, იმიტომ რომ შიდა დაპირისპირებით და მავნებლობით არიან დაკავებული. კარგია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ასეთი ამბავია, რაც უფრო მეტი ასეთი ამბავი მოხდება, საკუთარ სახეს გამოაჩენენ",- აღნიშნა მდინარაძემ.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება