მამუკა მდინარაძე - ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, რომ ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს - ნუ დაუშვებენ ევროკავშირის გზაზე იმის გაკეთებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ

ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, რომ ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს - ნუ დაუშვებენ ევროკავშირის გზაზე იმის გაკეთებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კერძოდ, მან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გეგმის შესახებ ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი.

„ჯერ გავუზიარებთ ევროპელ პარტნიორებს და შემდეგ გაასაჯაროებს მთავრობა. ეს უფრო მთავრობის ნაწილი და მისი უფლებამოსილებაა, რადგან მთავრობასთან არსებულია უწყებათაშორისი კომისია. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წარმომადგენლებიც იღებდნენ ამაში მონაწილეობას, უფრო მთავრობის უფლებამოსილებაა და მათი მხრიდან მოხდება გასაჯაროება. ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, რომ ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს. ნუ მოახდენენ ამ ყველაფრის საბოტაჟირებას.

მაგალითად, ნუ შეეცდებიან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის გარუსებას, ლობისტების დაქირავებას იმ მიზნით, რომ ზიანი მიაყენონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს.

ნუ შეეცდებიან ამერიკული კანონების რუსულად მოხსენიებას, კაბინეტებში ჩუმად, თუ აშკარადაც კი სირბილს და ხვეწნას, რომ საქართველომ ამ პირობებში, დღევანდელ მოცემულობაში, „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მომავალში არ გაიხსნას მოლაპარაკებები და ა.შ.

უბრალოდ გაჩერდნენ, ეს დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. რადიკალური ოპოზიციიდან რომელიმე მათგანი თუ გონს მოეგება, რომ მართლაც ხელისუფლებას დაეხმაროს ამ გზაზე, ამაზე კარგი არაფერი იქნება, თუმცა ამის მოლოდინი ბუნებრივია არ მაქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში