მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება

მასშტაბური ციფრული საინფორმაციო ფონდი, რომელიც სხვადასხვა სფეროს შესახებ მეგამონაცემებს აერთიანებს და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამუშავებს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და „პალიტრა ჰოლდინგის“ პარტნიორობის ფარგლებში იქმნება.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გლობალურად იზრდება და მისი გამოყენება უკვე თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. ამ ფონზე, საქართველოში იქმნება მასშტაბური საინფორმაციო ბაზა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ მუშავდება და მისი გამოყენება სხვადასხვა მიმართულების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდის შესახებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბატიაშვილი გვესაუბრება.

- რას წარმოადგენს ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდი, რომელიც BTU-სა და „პალიტრა ჰოლდინგის“ თანამშრომლობით იქმნება?

- იქმნება ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდი GeorgiAI, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური მაჩვენებლების, ისტორიული ფაქტების თუ სხვა საკითხების შესახებ სანდო ინფორმაციას ფართოდ ხელმისაწვდომს ხდის. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული პროდუქტი გააერთიანებს მიმდინარე, ახალ და საარქივო მასალას, ინგლისურ ენაზე. მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მოიცავს სხვადასხვა სექტორებს - ეკონომიკას, ბიზნესს, პოლიტიკას, კულტურას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს, განათლებას და სხვა. მასზე წვდომა კი ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იქნება.

- რატომ გადაწყვიტეთ GeorgiAI-ის შექმნა?

- დღეს, ტექნოლოგიები ძალიან ბევრ სფეროში ინტენსიურად გამოიყენება. ეს ეხება ფინანსებს, ბანკებს, დაზღვევას, განათლებას, სოფლის მეურნეობას და სხვას. თითოეული ამ მიმართულების განვითარებაში ხელოვნური ინტელექტის როლი მუდმივად მზარდია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საქართველოში შეგვექმნა მასშტაბური საინფორმაციო ფონდი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მეგამონაცემებს დაამუშავებდა და ფართოდ ხელმისაწვდომს გახდიდა.

ჩვენი უნივერსიტეტი პირველი იყო, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით თემატური კონფერენციები და შეხვედრები ჩაატარა. ჩვენ გამოვეცით ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პირველი წიგნი ქართულ ენაზე. ამ თემაზე ინტენსიურად მიმდინარეობს სტუდენტების გადამზადება, კვლევების ჩატარება, სასწავლო პროგრამების მომზადება. ახლა კი უკვე ერთიან ციფრულ საინფორმაციო ბაზაზე ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, საქართველო არ ჩამორჩეს ტექნოლოგიურ განვითარებას, რომელიც დასავლეთში ასე აქტიურად მიმდინარეობს.

- როგორ მიმდინარეობს ციფრული საინფორმაციო ფონდის შექმნაზე მუშაობა?

- ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო „პალიტრა ჰოლდინგთან“ თანამშრომლობის დაწყება. ეს გახლავთ სექტორის მოწინავე ჰოლდინგი, რომელიც მედიის ყველა მიმართულებას აერთიანებს და ათწლეულების განმავლობაში წარმატებით საქმიანობს. „პალიტრა ჰოლდინგი“ ციფრული ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა საქართველოში. თავდაპირველად, სწორედ მათი მეგაინფორმაციით ივსება ფონდი. პარალელურად, ბაზაში იტვირთება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საინფორმაციო რესურსი, რომელიც ათი ათასობით ინფორმაციას აერთიანებს.

აღნიშნული ერთიანი საინფორმაციო ფონდი ხელოვნური ინტელექტის მიერ გადამუშავდება. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს ბოლო დროის სექტორის უპირობო ლიდერთან, მოწინავე ტექნოლოგიასთან, chatGPT-ისთან. მათი ტექნოლოგიის გამოყენებით, მალე ჩვენს ბაზაში დაგროვებული ინფორმაცია საქართველოს შესახებ ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება.

სამომავლოდ, რა თქმა უნდა ვგეგმავთ, სხვა ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებთან თანამშრომლობასაც, რომ ჩვენს ფონდში მათი საინფორმაციო ბაზაც განთავსდეს.

- რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს შესახებ ციფრული საინფორმაციო ფონდის შექმნა?

- პირველ რიგში, ეს ინფორმაციის გამჭვირვალობასა და სანდოობას შეუწყობს ხელს. მეორე მხრივ, ზოგადად, ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ბევრი სფეროს განვითარებას უწყობს ხელს.

ძალიან მალე მზად ვიქნებით, საზოგადოებას წარვუდგინოთ საქართველოს შესახებ პირველი ციფრული საინფორმაციო ბაზა, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, მათ შორის: ეკონომისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და სხვა. ისინი შეძლებენ, წვდომა ჰქონდეთ საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვებულ ინფორმაციაზე და ის საკუთარი საქმიანობისთვის გამოიყენონ. ეს ყველაფერი კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოხდება.

მეორე მხრივ, ფონდი მაქსიმალურად გაზრდის საქართველოს ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე, მათთვის ქვეყნის შესახებ სანდო, სწორი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიწოდებით. საბოლოოდ, ეს აისახება საერთაშორისო ინვესტიციებში, ტურიზმში, ეკონომიკის განვითარებაში.

ასევე, გვსურს, საქართველო დაპოზიციონირდეს, როგორც ტექნოლოგიების კუთხით მოწინავე ქვეყანა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ