დავით მათიკაშვილი - რაც მეტს ვუსმენ „ნაცმოძრაობას“, ვრწმუნდები, რომ „არ გათეთრდების ყორანი“ – „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებიაო“ და ჩვენ სიყვარულით მივაღწევთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას

რაც მეტს ვუსმენ ჩვენს ოპონენტებს, მეტად ვრწმუნდები, რომ „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“ - ერთ რაღაცას ვეტყვი ალასანიასაც, სააკაშვილსაც და ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არა საარჩევნო გზით, ვერასდროს მოხვალთ ვერც თქვენ და ვერც სხვა ძალა ხელისუფლებაში და საქართველოში ძმათაშორის ომი არასდროს აღარ მოხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან პარლამენტიდან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას მიმართა, გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას, „რა დაუშავა ქართველმა ხალხმა და საქართველომ მას ასეთი, რომ ასე შეიძულა“.

„ჩვენს ოპონენტებს მინდა მივმართო, ვისაც ბატონ ალასანიასთან მიუწვდება ხმა, ჩვენ ეს ბედნიერება არ გაგვაჩნია და თქვენ ვისაც შეგიძლიათ, რომ ამ დიდი „ნაცბელადის“ ბიძას სთხოვოთ, ეგება გამობრძანდეს ეს ადამიანი და ქვეყანას აუხსნას, ხალხს უთხრას, რა დაუშავა ქართველმა ხალხმა და საქართველომ ამ კაცს ასეთი, რომ ასე შეიძულა და ეს ბოღმა გააჩნია საკუთარი ერისა და ქვეყნის მიმართ. ეს ყოვლად ბინძური მუსაიფი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ მოისმინა ლიფტში ბიძა-დისშვილს შორის შემდგარი, ერთმანეთს რომ უზიარებდნენ, რა უნდა დამართონ თავის მშობლიურ ხალხს, რომ მერე კარგად მართონ. ეს უბედურება, რომელიც იქ მოისმინა საზოგადოებამ თეორეტიკოსის და პრაქტიკოსის საუბარი, თეორეტიკოსი ბიძა, რომელიც ასწავლის დისშვილს, როგორი ძალადობრივი და ღირსების აყრით უნდა მართო, ერთადერთი გზა არის ქართველების მართვისო, ძალადობით, გაუპატიურებით და ტერორით უნდა მართოო შენი ქვეყანა და დისშვილიც როგორ თანხმდება, როგორ ასრულებს, ცხოვრებაში რეალიზებას როგორ უკეთებს ამ იდეებს. ვაშლი ხომ ვაშლის ხისგან შორს არ ვარდება.

ამ ყველაფრის ფონზე აქ ხომ ძალიან კარგად ჩანს და ლუსტრირება ხდება თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ იმ იდეოლოგიის, რომელიც აქვს პარტიას, სააკაშვილს, ალასანიას და ყველას, რომ არჩევნების გზით თუკი ვერ მოხვალ ხელისუფლებაში, ის ძალადობით მოიპოვო და მეორე ნაწილი, როგორ შემოიტყუო კიდევ ოკუპანტი ქვეყანაში, როგორ ჩააბარო მას ტერიტორიები, როგორ გახადო შენი ქვეყანა ისეთი განსაკუთრებული ინტერესის სფერო, რომ ამ უდიდეს ძალებს შორის დაპირისპირებაში შეიძლება სულ გაქრეს და აორთქლდეს საქართველო, რანაირად უნდა მოახერხო, თუ არა იმით, რაც ალასანიამ ბრძანა.

მაგრამ ერთ რაღაცას ვეტყვი ალასანიასაც, სააკაშვილსაც და ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არა საარჩევნო გზით, ვერასდროს მოხვალთ ვერც თქვენ და ვერც სხვა ძალა ხელისუფლებაში და მეორე, საქართველოში ძმათაშორის ომი არასდროს აღარ მოხდება. „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ და ჩვენ სიყვარულით, ძმობით, ეკონომიკური განვითარებით და ქვეყნის პროგრესით მივაღწევთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებას“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში