ფინეთი რუსეთთან საზღვარს სრულად ხურავს

ფინეთი სრულად ხურავს რუსეთთან საზღვარს. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა.

ორპომ აღნიშნა, რომ ფინეთის მთავრობამ რუსეთთან ყველა სასაზღვრო პუნქტის დახურვა გადაწყვიტა, რომელთაგან ამ მომენტამდე მხოლოდ ერთი ფუნქციონირებდა - სასაზღვრო-გამშვები პუნქტი “რაია-იოოსეპი” ლაპლანდიის რაიონში.

გადაწყვეტილება ძალაში 29 ნოემბრიდან 30 ნოემბრისთვის შუაღამეს შევა და 13 დეკემბრამდე გაგრძელდება. თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადების გაკეთება მხოლოდ პორტებსა და აეროპორტებში იქნება შესაძლებელი.

ამავდროულად, გადაწყვეტილება არ შეეხება ფინეთსა და რუსეთს შორის სატვირთო გადაზიდვებს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის მიერ ფინეთზე გავლენის მოხდენა გახდა, რაც ჰელსინკისთვის მიუღებელია.

ორშაბათს “რაია-იოოსეპის” გამშვებ პუნქტზე თავშესაფრის შესახებ განცხადება მხოლოდ რამდენიმე მიგრანტმა გააკეთა, სამშაბათს - არც ერთმა, თუმცა ორპოს თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ფინეთი არა ციფრებით, არამედ ვითარების ზოგადი შეფასებით ხელმძღვანელობდა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს