ირაკლი ზარქუა - სალომე სამადაშვილი და „ჭიჭე“ ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და უნდა გამოფინო, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი

სალომე სამადაშვილი და „ჭიჭე“ ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, უნდა გამოფინო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ 9 ვალდებულებასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის და სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ზარქუას თქმით, ოპოზიცია სტატუსის მიღების წინააღმდეგ მუშაობდა, დღეს კი საუბრობს, რომ ის მისი მონაპოვარია.

„ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს კონსულტაცია. როგორც კი დამტკიცდება საბოლოოდ, ყველას მიეცემა შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს (სამუშაო ჯგუფებში). მოგიწოდებთ თქვენც, ამაზე მონიტორინგი განახორციელეთ. ბრტყელ- ბრტყელ სიტყვებს ამბობდნენ გუშინ. მეცინებოდა, ვაშაძე რომ იდგა და „მონაპოვარიო“... როგორ შეგიძლია თქვა, რაღაც ზღვარი ხომ არის? ყველა (სტატუსის) წინააღმდეგ მუშაობდა. სალომე სამადაშვილი და ეს „ჭიჭე“ ვაშაძე ჩასვა უნდა თაფლში და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, უნდა გამოფინო. მათი ტექსტებიც უნდა იყოს ოღონდ, „მორბენალი ტექსტები“, მანამდე რას ჰყვებოდნენ და მას შემდეგ. თავმჯდომარეს გუშინ ვთხოვე კიდეც, დაამატეთ დრო, ილაპარაკონ-მეთქი,“ - განაცხადა ზარქუამ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს