დმიტრო კულება - უცხოელი კოლეგებისგან გარანტიები მივიღე, რომ უკრაინისთვის დახმარება არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაიზრდება

უცხოელი კოლეგებისგან გარანტიები მივიღე, რომ უკრაინისთვის დახმარება არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაიზრდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული პირველი სხდომის შემდეგ განაცხადა.

„დღეს დახურულ კარს მიღმა მოვისმინე, და ყველამ აღნიშნა ეს, კატეგორიული „არა“ ომისგან დაღლილობის ნებისმიერ მინიშნებაზე და არა ნაკლებად კატეგორიული „დიახ“ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებასა და გაზრდაზე. სიმართლე გითხრათ, დღეს უფრო უკეთ იყო, ვიდრე მოველოდი ამ მხრივ. კოლეგებმა არა მხოლოდ მოახდინეს რაღაცების კონსტატაცია, არამედ რეალურად დაადასტურეს, რომ დახმარება არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გაიზრდება კიდეც”, - განაცხადა კულებამ.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებსა და მთავრობებში არანაირ ომისგან დაღლილობაზე საუბარი არ მიმდინარეობს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეეძლოთ არაფერი არ ეთქვათ. ეს გამოსვლების ერთ-ერთი საკვანძო თეზისი იყო, რომელიც მოვისმინე“, - განაცხადა კულებამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა