ნინო ლაცაბიძე - პროექტი "ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ შეიქმნა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქზე ზრუნვის, დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა მივცეთ

რუსთავის მერიის ეკოლოგიური და ახალგაზრდული პროექტის - ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ პირველი ეტაპი, კლდიაშვილის ქუჩაზე ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გამწვანების აქციით დაიხურა.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, აქციას, პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები შეუერთდნენ.

"რუსთავში ახალგაზრდებისთვის შექმნილი პროგრამის - ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“ პირველი ეტაპი დასრულდა. ეს პროექტი შეიქმნა იმისთვის, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქზე ზრუნვის, დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობა მივცეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრამას და შევეცდებით წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს თუ როგორ ხდება ქალაქის მოვლა-პატრონობა, გამწვანება და თავადაც მიიღონ აქტიური მონაწილეობა ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებაში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

აქციის მონაწილეებისთვის, ,,რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის მიზნით შეძენილი ახალი სპეციალური ტექნიკის მოხმარების ვორქშოფიც მოაწყვეს. ექვსი ერთეული სპეციალური ტექნიკური საშუალება, რუსთავის მერიას, ევროკავშირის პროექტის - ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, გრანტის სახით გადაეცა.

,,რუსთავის მერია ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებასა და ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. დღეს, რუსთავის მერთან და ახალგაზრდებთან ერთად, მორიგ გამწვანების აქციაში მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მომავალ წელს, უფრო მეტი მსგავსი ტიპის აქცია დავგეგმოთ“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა.

რუსთავის მერიის განმარტებით, ახალგაზრდების დასაქმების ერთთვიანი ანაზღაურებადი პროგრამა ,,ახალი სიმწვანე ახალი თაობისგან“, რუსთავის მერიის, ,,სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა“ და ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანაორგანიზებით ხორციელდება.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს