ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე იმსჯელა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვის საკითხთან დაკავშირებით ანგარიში მოისმინა, რომელიც თემატურმა მომხსენებელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ წარადგინა. საკომიტეტო განხილვაში, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველომ, ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში გაწევრიანების სურვილი ჯერ კიდევ 2017 წელს დააფიქსირა და 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიის მხრიდან ოფიციალურად გამოითქვა მზაობა აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დასაწყებად.

„ანგარიშის საფუძველზე, სხდომაზე ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, მისი განხორციელებისათვის საჭირო ნაბიჯები, საქართველოში მოქმედი როუმინგული მომსახურების არსებული მდგომარეობა და გაუმჯობესების პერსპექტივები მიმოიხილეს.

გამოითქვა მოსაზრებები, შესაბამისი უწყებების მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობის გამოყენებისთვის. მათ შორის, პირველადი და მეორადი კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების გზით. კომიტეტი ზედამხედველობას გაუწევს ამ მიმართულებით შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებულ საქმიანობას.

თემატური ანგარიში ევროკავშირის პროექტის, „ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მხარდაჭერა (AA Facility)", ექსპერტული და ფინანსური ხელშეწყობით და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით შემუშავდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ