სახალხო დამცველი - მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით მოთხოვნა იმისა, რომ ვინც თამაზ გინტურის მკვლელობით დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს

მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხში და მათი მეშვეობით მოთხოვნა იმისა, რომ აუცილებელია, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს. ამისთვის ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამუშავდეს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე.

მისი განმარტებით, გინტურის საქმესთან დაკავშირებით პროცესში სახალხო დამცველის აპარატი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჩართული იყოს.

„ჩასული ვიყავით და შევხვდი ოჯახის წევრებს, მათ შორის გატაცებულ მოქალაქეს, რომელსაც ვესაუბრე. მიმდინარეობს გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში გაგზავნილი გვაქვს ჩვენი შეკითხვები და როგორც კი გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია, რაც შეგვიძლია საზოგადოებას გავაცნოთ გამოძიებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს გახდება საჯარო. სახალხო დამცველი ამ მიმართულებით მუშაობს და საბოლოო ჯამში, ის შესაძლებლობა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაქსიმალურად იქნება ჩართული იმისთვის, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს ამ მკვლელობის ირგვლივ.

მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა საკითხში და მათი მეშვეობით მოთხოვნა იმისა, რომ აუცილებელია, ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს და ამისთვის ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამუშავდეს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ამიტომ, ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მათი უფლებები და უსაფრთხოება იყოს დაცული.

„კონკრეტულად, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, საგუშაგოები როგორ, სად უნდა გაიხსნას, ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს სხვა უწყებების კომპეტენციაა, მაგრამ მათი უსაფრთხოება, ყოველდღიური სიმშვიდე უნდა იქნას დაცული, ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. დაცული რომ იყოს, იმ ფაქტებთან არ გვექნებოდა საქმე, რაც ხდება - გატაცებები, ჩვენი მოქალაქის მკვლელობა. ფაქტია, რომ უსაფრთხოების დაცულობის ნაწილში მეტი ძალისხმევაა საჭირო. ხშირად მეკითხებიან, რა უნდა გააკეთოს, ამ კითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სპეციფიკური საქმიანობა სპეცსამსახურების, პოლიციის და მათ უნდა მიიღონ ის ზომები რომელიც ჩვენი მოქალაქეების დაცულობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მომხდარიდან 3 დღეში გაათავისუფლეს. თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს. თამაზ გინტური კირბალში, 11 ნოემბერს, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო