თენგიზ ცერცვაძე - პროგრამა „პრეპში“ 1600-მდე ადამიანი გაწევრიანდა, რომელთაგან აივ ინფექცია მხოლოდ ერთს დაუდასტურდა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პროგრამაში - „პრეპი“ (პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა), 1600-მდე ადამიანი გაწევრიანდა, რომელთაგან ამ დრომდე აივ ინფექცია მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადამიანებს წამალი უფასოდ გადაეცემათ, რომლის საშუალებითაც გარანტირებულია, რომ მათ აივ ინფექცია არ გადაედებათ.

„დიდი პროგრამა, რომელიც მკურნალობას გვერდში ამოუდგა და რომელიც არანაკლებ ეფექტურია - ეს არის „პრეპი“ - პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა, ანუ აივ შიდსის პრევენცია ჯანმრთელ ადამიანებში, მანამ სანამ მათ შიდსი დაემართებათ. აი, ასეთი ადამიანებისთვის არსებობს ეს პროგრამა - მოდის ჩვენთან ან არასამთავრობო, სათემო ორგანიზაციაში, ეუბნება, რომ უნდა ამ პროგრამაში მონაწილეობა, მას უკეთდება შიდსის ტესტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ინფიცირებული ჯერ არ არის. თუ ინფიცირებულია, მას აღარ სჭირდება ეს პროგრამა, მას მკურნალობა ესაჭიროება. თუ ინფიცირებული არ არის, მას მედიკამენტს აძლევენ უფასოდ სამი ან ერთი თვისას და დღეში მხოლოდ ერთი ტაბლეტი უნდა დალიოს. ისიც არა ყოველთვის, არამედ მაშინ, როცა მაღალი რისკის კავშირები ექნება. თუ მას ეს მაღალი რისკის კავშირები, პირობითად, ერთი თვე არ ექნება, მაშინ აღარ უნდა დალიოს. მხოლოდ მაშინ, როცა რისკია, ინფექციის გადადების, ერთ ტაბლეტს მიიღებს და გარანტირებულია, რომ არ დაემართება.

ამ პროგრამაში უკვე გაწევრიანდა 1565 ადამიანი და მათგან მხოლოდ ერთი დაინფიცირდა. მათ მუდმივი კავშირები აქვთ აივ ინფიცირებულებთან და მხოლოდ ერთი დაინფიცირდა. იქაც არის დიდი ეჭვი, რომ ის წამალს გარკვეული პერიოდი არ იღებდა, ანუ არ მოექცა ამ წამალს სწორად.

ეს პროგრამა უნდა გაფართოვდეს და ასეთი პროგრამის სახე აღარ უნდა ჰქონდეს. თითოეულ ახალგაზრდას, რომელსაც უნდა, რომ ჰქონდეს ისეთი კავშირები, რომელიც შეიძლება შეიცავდეს აივ ინფიცირების რისკს, უნდა ჰქონდეს ამაზე ხელმისაწვდომობა, რომ გარკვეულ ადგილებში, აფთიაქებში ეს წამალი აიღოს უფასოდ და ამ სარისკო ქცევის დღეებში მიიღოს. ის დაცული იქნება შიდსისგან დამცავი საშუალების გარეშე.

პროგრამა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ თავიდან უნდობლად ეკიდებოდნენ და წელს ძალიან პოპულარულია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო