დავით ონოფრიშვილმა ვენაში, ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ქვეყნების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი ვიზიტით იმყოფებოდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში და სამსახურის სახელით მონაწილეობდა ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ქვეყნების კონფერენციაში, რომლის მთავარი თემა იყო სადაზღვევო ბაზრების მომავალი და მათი ზედამხედველობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ ავსტრიის საფინანსო ბაზრის საზედამხედველო უწყების (FMA) მმართველი დირექტორი დაზღვევისა და საპენსიო ზედამხედველობის მიმართულებით, პეტერ ბრაუმულერი და ევროპის სადაზღვევო და პროფესიული საპენსიო ზედამხედველობის უწყების (EIOPA) ხელმძღვანელი, პეტრა ჰიელკემა. ასევე, მოხსენებები გააკეთეს შესაბამისი რეგიონის დაზღვევის ზედამხედველი უწყებების წარმომადგენლებმა, რომლებმაც განიხილეს მაკროეკონომიკური რისკები და ფინანსური სტაბილურობის საკითხები, სადაზღვევო პროდუქტების მოთხოვნა-მიწოდების საკითხები კლიმატის ცვლილებების ჭრილში, ცენტრალურ, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონში არსებული ტენდენციები, დაზღვევის მომავალი და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები და თითოეულ თემაზე ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება.

„აღსანიშნავია, რომ სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელ დისკუსიაში, რომელიც ეხებოდა თანამედროვე ტექნოლოგიების ზეგავლენას მომხმარებლის უფლებების დაცვაზე. მან ისაუბრა დაზღვევის სფეროში ციფრული პლატფორმების გამოყენების მნიშვნელობაზე და ამავე დროს იმ გამოწვევებზე, რაც მას თან ახლავს. აღნიშნა, რომ შესაძლო რისკების მინიმუმამდე დაყვანისა და მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვის უზრუნველსაყოფად, სამსახური ამ წლის ბოლომდე გეგმავს გამოსცეს ორი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც დადგინდება ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნები და ასევე, მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის მიმართ მოთხოვნები და მათი სამსახურთან შეთანხმების წესი.

ასევე განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული ისაუბრა დაზღვევის დისტრიბუციის დირექტივის (IDD) დანერგვის მნიშვნელობაზე და მომხმარებლის უფლებების უკეთ დაცვის უზრუნველსაყოფად, ფინანსური განათლების წახალისებისა და ხელშეწყობის აუცილებლობაზე; ამ მიმართულებით სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოების თაობაზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა