ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მისი მოადგილე თანამდებობიდან ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადების გამო გადააყენეს

ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პაატა ჩაგანავა ფრაქციის წევრებმა, კენჭისყრის შედეგად, დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით ხომერიკის თქმით, დარეჯან ცხვიტარიამ ფრაქციის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადაყენებაზე განცხადება, ფრაქციასთან შეუთანხმებლად გააკეთა.

მისივე თქმით, დარეჯან ცხვიტარიას ბოლო ორი წელის განმავლობაში ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ფრაქციაში აუცილებელია ორგანიზებული მუშაობა იმისთვის, რომ ეფექტურები ვიყოთ საკრებულოს სხდომებზე და აქ რამხელა როლი ენიჭება ფრაქციის თავმჯდომარეს ყველასთვის გასაგებია. ორი წელია ეს ქალბატონი არის ფრაქციის თავმჯდომარე, მაგრამ ერთი დღითაც ვერ მოიცალა ფრაქციაში მუშაობისათვის. ჩვენთვის ცნობილია მისი არაერთი არაკორექტული გამონათქვამი, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია. ორი წელი ვითვალისწინებთ ამ ქალბატონს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან განცხადება გააკეთა ფრაქციის სახელით, ფრაქციის უმრავლესობასთან შეუთანხმებლად, მივწერეთ მას, ჩავნიშნეთ ფრაქციის სხდომა, ვთხოვეთ რომ ჩამოსულიყო, რათა გვესაუბრა ამ თემებზე, თუმცა აქაც იგნორი მივიღეთ. შეიკრიბა ფრაქცია და ხმათა უმრავლესობით განხორციელდა ცვლილებები. იგივე შემიძლია ვთქვა მის მოადგილესთან, პაატა ჩაგანავასთან დაკავშირებით, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ის ვერ ახერხებდა ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობას და იგივე მიზეზით იქნა გადაყენებული“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხომერიკმა.

თავის მხრივ, დარეჯან ცხვიტარია ფრაქციის წევრების გადაწყვეტილებას „ბოლშევიკურ სასჯელს“ უწოდებს.

„დიახ, გადაგვაყენეს! ისინი იყვნენ ექვსნი, ჩვენ კი - ხუთნი. კომუნისტურ რეჟიმს მოვსწრებივარ, ხუნტასაც და ჩემი პრინციპებისთვის არ გადამიხვევია. ეს გადაწყვეტილება იყო მათგან გამოცხადებული ბოლშევიკური სასჯელი. მე ვერ შევეგუები მათ არასწორ მმართველობას”, - აცხადებს დარეჯან ცხვიტარია.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი