ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსმა ოკუპანტებმა ომის წარმოების 110 ათასზე მეტი კანონი და წესი დაარღვიეს

რუსმა ოკუპანტებმა ომის წარმოების 110 ათასზე მეტი კანონი და წესი დაარღვიეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პროკურატურის თანამშრომლებისთვის გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.

როგორც უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, ახლა პროკურატურის თანამშრომლების საქმეა უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობის იურიდიული ფუნდამენტის შექმნა.

ზელენსკის თქმით, როგორც მშვიდობიან პერიოდში ასევე ომის პირობებში აღნიშნული ფუნდამენტი მაქსიმალურად მყარი უნდა იყოს, რათა უკრაინამ ფაქტებზე დაყრდნობით შეძლოს სიმართლის მოყოლა რუსეთის აგრესიისა და ოკუპანტების მიერ ჩადენილი მრავალრიცხოვანი დანაშაულის შესახებ მოყოლა.

„უკრაინელი პროკურორების, გამომძიებლების, დეტექტივების, ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის ხარისხი საბოლოო ჯამში არის რუსეთის დასჯის შეუქცევადობის გარანტი ყველაფერი იმისთვის, რაც მათ ჩაიდინეს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ. ყველა იმ სიმხეცის შესაბამისი მტკიცებულებითი ბაზის შექმნა, რომელსაც რუსები ჩვენს მიწაზე სჩადიან, ძალიან საპასუხისმგებლო და ისტორიულად წონადი სამუშაოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პროკურატურები ოპერატიულად მუშაობენ ყველა ტერორის აქტზე, თავდასხმასა და დამცირებაზე, რომელიც რუსეთმა განახორციელა და მომავალშიც განახორციელებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. უკრაინას შეუძლია დაიცვას და დაიცავს კიდეც თავის დამოუკიდებლობას. ასევე, მე ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინას შეუძლია უზრუნველყოს პასუხისგებაში მიცემა ყველა მათგანისა, ვინც მოიტანა ომი და ტერორი ჩვენს მიწაზე. ჩვენი სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს შესაბამის პროცესებს ყველა დონეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება