შალვა პაპუაშვილი - საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ყველა პარამეტრით აჩვენა, რომ მზადაა და იმსახურებს ნატო-ს წევრობას - ახლა ნატო-ს წევრების მხარესაა გადაწყვეტილება, რომელიც მათი მისაღებია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ყველა პარამეტრით აჩვენა, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას.

„საქართველომ ნატო-ში წევრობაზე განაცხადი 20 წლის წინ გააკეთა და 15 წლის წინ ნატო-ს წევრებმა ბუქარესტში თქვეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი სახელმწიფო გახდება. ამ 20 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, 15 წლის მანძილზე, რაც მივიღეთ დასტური მომავალ წევრობაზე, საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ინსტიტუტებისა და სისტემების ნატო-სთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ვაჩვენებთ, რომ არ გვინდა, ვიყოთ მხოლოდ უსაფრთხოების სისტემის მოსარგებლე, არამედ გვინდა, ვიყოთ კონტრიბუტორი. ამიტომ ვმონაწილეობდით და ვმონაწილეობთ ნატო-ს საერთაშორისო მისიებში. საქართველომ ყველაფერი გააკეთა, ყველა პარამეტრით აჩვენა, რომ საქართველო მზადაა და იმსახურებს ნატო-ს წევრობას. ახლა ნატო-ს წევრების მხარესაა გადაწყვეტილება, რომელიც მათ მისაღები აქვთ. როგორც ევროკავშირის შემთხვევაში, ასევე ნატო-ს შემთხვევაშიც, სულ მცირე უნდა იყოს მკაფიო – დროის გრაფიკია, რა კრიტერიუმებია. ქართველმა ხალხმა, რომელმაც ამდენი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, უნდა მოისმინოს მკაფიო პასუხები და მოლოდინები ნატო-სგან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია