გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერთი ცვლილება შევიდა და რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები გამკაცრდა.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმები უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებზე - სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე შესაბამისი დოკუმენტის გარეშე ხე-ტყის დამზადებაზე, დაცული ტერიტორიების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა/დაზიანებაზე, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება-განადგურებაზე; ასევე - სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობაზე; პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის მოთხოვნების დარღვევაზე; ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (ხმაური, ელექტრომაგნიტური ველი) დადგენილი ნორმების გადამეტებაზე.

მათივე ინფორმაციით, კოდექსს დაემატა ახალი მუხლები, რომლებითაც დადგინდა პასუხისმგებლობა და მკაცრი სანქციები დაწესდა უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემების მიერ არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის, ასევე ასეთი თევზჭერისგან მიღებული პროდუქტით საერთაშორისო ვაჭრობისთვის.

ცვლილებები, რომლებიც მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს ძალაში შევიდა, დეტალურად იხილეთ ბმულზე.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ