ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ და “დიდი შვიდეული” მზად არიან უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ და კონგრესმა "პუტინს შესანიშნავი საჩუქარი" არ უნდა აჩუქოს

აშშ და “დიდი შვიდეული” მზად არიან უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ცოტა ხნის წინ “დიდი შვიდეულის” პარტნიორებთან შეხვედრა გავმართე და ამ საკითხს განვიხილავდით. ყველა ევროპელი ლიდერი, ჩვენ ყველანი მზად ვართ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ”, - განაცხად ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, კონგრესს მოუწოდა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტი დაამტკიცოს. მისი თქმით, კონგრესმენებმა აღნიშნული საკითხი საშობაო დღესასწაულებამდე უნდა მოაგვარონ.

“ეს სასწრაფო საკითხია. კონგრესმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარება უნდა დაამტკიცოს”, - განაცხადა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ კონგრესმა “პუტინს ყველაზე შესანიშნავი საჩუქარი, რომლის იმედიც კი შეიძლება ჰქონდეს”, არ უნდა აჩუქოს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე