რომან გოცირიძე - ვინ, სად, როგორ იქნება, სავარაუდოდ, თებერვალში გამოჩნდება - მელიას დიდი როლი ექნება დიდ კოალიციაში

სააკაშვილის შეწყალების გარეშე სალომე ზურაბიშვილის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შანსი ცოტა იქნება, ან შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს პრაგმატულ ნაბიჯზე, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება და შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, მერე შეიწყალოს სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილის ადგილს აქ [ოპოზიციურ კოალიციაში] ვერ ვხედავ და არც იმის მჯერა, რომ წინასაარჩევნოდ გადადგება , - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა შანსი სალომე ზურაბიშვილს, რომ პრეზიდენტი მეორე ვადით გახდეს, გოცირიძე ამბობს, რომ აქვს.

მისივე თქმით, შესაძლოა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, კოალიციამ, გამარჯვების შემთხვევაში, ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინოს.

„კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს გამარჯვებული კოალიცია. თუ შეიწყალებს [ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს] ერთადერთი ვარიანტი ესაა. ამას უფრო ველოდები არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, რომ შეიძლება სააკაშვილი შეიწყალოს. სააკაშვილის შეწყალების გარეშე სალომე ზურაბიშვილის ხელმეორედ გაპრეზიდენტების შანსი ცოტა იქნება, ან შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს პრაგმატულ ნაბიჯზე, რომ იმ პირობებში, თუ ხელისუფლება შეიცვლება და შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, მერე შეიწყალოს სააკაშვილი გამარჯვებული ხელისუფლების პირობებში. ვერცერთი პრეზიდენტი სააკაშვილს ციხეში ვერ ჩატოვებს. იქნება სალომე ზურაბიშვილი, თუ ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიციური პრეზიდენტი მოსვლის დღესვე დაწერს შეწყალების აქტს და მიხეილ სააკაშვილი იქნება გარეთ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვას, სჭირდება თუ არა ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილი, რომან გოცირიძე პასუხობს: „რა თქმა უნდა“, თუმცა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი რომელიმე პოლიტიკური ბლოკის ლიდერი არ იქნება.

სალომე ზურაბიშვილი არ იქნება რომელიღაც ბლოკის ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი შეიძლება უფრო მეტი სიმპათიით იყოს განმსჭვალული გახარიას პოლიტიკური ჯგუფისადმი. არც ისაა გამორიცხული, რომ წინასაარჩევნოდ სააკაშვილი შეიწყალოს“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამისა, გოცირიძის განმარტებით, „როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ჩაციკლულია სალომე ზურაბიშვილზე და ვერ აუტანია, რომ ზურაბიშვილმა, როგორც მარგველაშვილმა, მას ზურგი აქცია“. მისივე აზრით, „ზურაბიშვილი რასაც აკეთებს და რასაც ვუყურებთ, ეგ არის და ის ამ ეტაპზე ივანიშვილის მარიონეტი არ არის“.

სალომე ზურაბიშვილისადმი განსაკუთრებული გაღიზიანება აქვს ბიძინა ივანიშვილს, რასაც ყოველთვის, პირველ რიგში, ირაკლი ღარიბაშვილი ახმოვანებს ემოციურად, მერე ასევე კობახიძე. კობახიძემ, თავისი ჭკუით რა თქვა - ვინაიდან, მათი ჰგონიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ტოქსიკური და მიუღებელი, გადაწყვიტა ოპოზიცია გასვაროს. მან [ირაკლი კობახიძემ] შექმნა რაღაც მითიური ბლოკი, სადაც თურმე არის „ლელოც“ და გახარია პარტიაც; თურმე „ნაცმოძრაობა“ სპეციალურად იკნინებს თვის თავს და „ნაციონალური მოძრაობის“ თვითდაზიანების პროცესი თურმე ხელოვნური ყოფილა, რათა ხმები დაკარგოს და შემდეგ ეს ხმები გადავიდეს იმ ბლოკში, რომელსაც შემდეგ სათავეში ჩაუდგება სალომე ზურაბიშვილი - ეს სისულელეა“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას გიორგი გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა 17%-ის მხარდამჭერის მქონე ბლოკი სჭირდება.

„ჩვენ გჭირდება დაახლოებით 17%-იანი ბლოკი გახარიას და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა. ამიტომ ამ კონფიგურაციის პირობებში, „ნაცმოძრაობის“ და გახარიას პარტიების გარეშე ვერც მთავრობა შეიქმნება და ვერც სალომე ზურაბიშვილი გახდება პრეზიდენტი, თუ არ ექნება გამარჯვებული კოალიციის მხარდაჭერა. რა რაოდენობის ხმებიც არ უნდა მიიღოს დამარცხებულმა „ქართულმა ოცნებამ“, შეძლებს საკრებულოების ხმებით პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს, მაგრამ როდესაც ხელისუფლება იცვლება, საკრებულოებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს არ მოიკლავენ „ქართული ოცნებისთვის“ და პრეზიდენტის არჩევნებში ბრძოლაში არ ჩაერთვებიან“,- განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება მის შესაძლო თანამშრომლობას ყოფილ თანაპარტიელთან, ნიკა მელიასთან, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ის საკუთარ ადგილს ოპოზიციის დიდ კოალიციაში ხედავს და მელიას ამ კოალიციაში დიდი როლი ექნება. მისივე თქმით, „ვინ, სად, როგორ იქნება, სავარაუდოდ, თებერვალში გამოჩნდება“.

ნიკა მელია რომ პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს, გადაწყვეტილია იმ პროცესებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, პარტიაში კრიზისის დაძლევის ყველა რესურსი ამოიწურა და პარტიის დატოვება ნიშნავს იმას, რომ ბოლოს, ნიკა მელიას გუნდიც გამოვა პარტიიდან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, კოალიცია რა სახეს მიიღებს, ძნელი სათქმელია და ჯერ „კოალიციის შესაძლო სუბიექტებთან კონსულტაციები უნდა დაიწყოს“.

„მელია ჯერ ისევ „ნაცმოძრაობაშია“, პარტიის განაცხადი არ ყოფილა. ამაზე არ გვისაუბრია. მელიას დიდი როლი ექნება დიდ კოალიციაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ