გეოგრაფიული აღნიშვნა „კობი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „კობი“ „საქპატენტში“ 2012 წლის 24 იანვარს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „კობის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

კობის ყველი არის ზუსტი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს რეკლამა. მაშინ, როდესაც ხევის მოსახლეობისთვის მთავარი სავაჭრო პუნქტი ვლადიკავკაზის ბაზარი იყო, ადგილობრივი პროდუქტი იქ გაჰქონდათ გასაყიდად, მათ შორის - ყველი.

პირველ და მეორე გატანაზე მყიდველს ყველი რომ მოეწონა, კობის მოსახლეობამ გადაწყვიტა ყველისთვის სახელი დაერქმია და ასეთი მარკეტინგული გზით მეტი კლიენტი მოეზიდა. ყველს იმ ადგილის სახელი დაარქვეს, სადაც ის იწარმოებოდა. ნელ-ნელა, სწორედ სახელმა განაპირობა ყველის ცნობადობა, ერთგული მყიდველების გამრავლება, სტატუსის დამკვიდრება და საბოლოოდ მივიღეთ „კობის ყველი“, როგორც სოფელ კობის სავიზიტო ბარათი.

კობის ყველის წარმოება 1930-იანი წლებიდან იწყება. სერგი მაკალათიას წიგნი „ხევი“ დეტალურად აღწერს თანმიმდევრობას, თუ როგორ დაიწყო ხევში კოლმეურნეობების ჩამოყალიბება: ყაზბეგში, კობში, განისში, ძუარიყაუში, აბანოში (თრუსო) და გერგეტში. რძის პროდუქტების წარმოებაში ყველს მოწინავე ადგილი ეკავა. ვინაიდან ხევში მკაცრი ზამთარია, ყველის წარმოება ორ ნაწილად იყოფოდა და დღემდე ასეა - ზამთარში მას ძროხის რძისგან ამზადებენ, ზაფხულში კი, როდესაც საძოვრებზე ცხვარი ამოდის, ცხვრის რძესაც ურევენ. მაკალათიას ნაშრომში წარმოდგენილია კობის ყველის დამზადების ტექნოლოგია, სადაც მთავარია ახლად დაბადებული ბატკნის და ხბოს კვეთი - „რძიან ქვაბს ცეცხლზე შედგამენ და შესადედებელ ხსნარს ჩაუშვებენ, ხსნარი ბატკნისა და ხბოს ფაშვისგან კეთდება, გამშრალ ფაშვს ქოთანში ჩადებენ, კვერცხის ნაჭუჭს ჩაატანენ და ზედ მარილწყალსაც დაასხამენ. შედედებულ ყველს გაწურვის შემდეგ ბაკნებში (ჯამებში) დებენ და ამარილებენ“.

სწორედ ამ ტრადიციის მიხედვითაა დადგენილი კობის ყველის დამზადების წესი, რომელიც დღესაც უნდა დაიცვას ყველის მწარმოებელმა.

ყველი „კობი“ მზადდება მოხდილი ან ნაწილობრივ მოხდილი ძროხის რძისგან, რომელსაც დამატებული აქვს ცხვრის რძე. ყველის ფორმა დაბალი ცილინდრისებრია, ოდნავ გაწეული გვერდებით, ჰორიზონტალური ზედაპირით დამრგვალებული, ქერქის გარეშე. ყველს მშრალად ამარილებენ 15-20 დღე ლორწოს გაჩენამდე. წარმოქმნილ ლორწოს გარეცხვით აცილებენ და ყველს დებენ მარილწყალში. ინახავენ არანაკლებ 2 თვის განმავლობაში. ამ ყველს გამოარჩევს მისთვის დამახასიათებელი პიკანტური გემო, რაც განპირობებულია მთის ალპურ და სუბალპურ საძოვრებზე ნაბალახევი საქონლით.

„კობის“ დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება ხორციელდება სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის ფარგლებში.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე