ფოთის მერი - ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას

ფოთში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად განახლდა 8 მინი მოედანი შემდეგ მისამართებზე: ნინოშვილის ქუჩა, 9 აპრილის ხეივანი, ბარათაშვილის ქუჩა, გურიის ქუჩა, არზიანის ქუჩა, ახალ რაიონი, კოსტავას ქუჩა და გორგასლის ქუჩა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში, ხელოვნური მინდვრის საფარი მოეწყო, განთავსდა ახალი კალათბურთის ფარები, დამონტაჟდა გარე განათება, შეიღება მთლიანად შემოღობვის კონსტრუქციები და სხვა.

„პარალელურად, დასრულების ეტაპზეა კუნძულის სანაპიროზე ჩოგბურთის კორტის კეთილმოწყობის სამუშაოები.

ფოთის მერია აქტიურად გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ