ბენიამინ ნეთანიაჰუ დასავლელ ლიდერებს - არ შეიძლება, ერთი მხრივ მხარს უჭერდეთ „ჰამასის“ ლიკვიდაციას და, მეორე მხრივ, ზეწოლას ახდენდეთ ჩვენზე, დავასრულოთ ომი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დასავლელი ლიდერები, რომლებიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან, ისრაელის მიერ განცხადებული ომის მიზნის მიმართ, რომელიც "ჰამასის" განადგურებას ითვალისწინებს, არათანმიმდევრულები არიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მან საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ არ შეიძლება ერთი მხრივ მხარს უჭერდნენ „ჰამასის“ ლიკვიდაციას და მეორე მხრივ ზეწოლას ახდენდნენ ისრაელზე, რომ ომი დაასრულოს.

„არ შეიძლება, ერთი მხრივ მხარს უჭერდეთ „ჰამასის“ ლიკვიდაციას და, მეორე მხრივ, ზეწოლას ახდენდეთ ჩვენზე, დავასრულოთ ომი, რაც გამოიწვევს „ჰამასის“ ლიკვიდაციის თავიდან აცილებას“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მას შემდეგ აწარმოებს, რაც 7 ოქტომბერს დაჯგუფებამ ქვეყანაზე მოულოდნელი, მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რასაც სულ მცირე 1200 ადამიანი ემსხვერპლა, 240-მდე კი - მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ღაზის სექტორის ხელისუფლება აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად 17 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია