სოფო ჯაფარიძე - რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, უკვე ყოველგვარ ზღვარს არის  გადასული - დევნიან მასწავლებლებს და დირექტორების კანდიდატებს

დღეს, რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, უკვე ყოველგვარ ზღვარს არის გადასული. ჩვენ ვხედავთ, როგორ ახდენს სკოლების სრულ პოლიტიზებას, სახელისუფლებო კონტროლს, როგორ დევნიან მასწავლებლებს და დირექტორების კანდიდატებს განსხვავებული, ჯანსაღი, კრიტიკული პოზიციის გამო , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, „მასწავლებლები ისჯებიან იმისთვის, რომ სურთ ევროპა და არა რუსეთი“.

„ჩვენ ვნახეთ ხელისუფლება როგორ დევნიდა პოლიტიკური ნიშნით მასწავლებლებს, მაგრამ დღეს, რასაც განათლების სამინისტრო აკეთებს, უკვე ყოველგვარ ზღვარს არის გადასული. ჩვენ ვხედავთ როგორ ახდენს სკოლების სრულ პოლიტიზებას. სახელისუფლებო კონტროლს, როგორ დევნიან მასწავლებლებს და დირექტორების კანდიდატებს განსხვავებული, ჯანსაღი, კრიტიკული პოზიციის გამო. მე გუშინ შევხვდი ათობით მასწავლებელს, მოვისმინე მათი წუხილი, მათი პრობლემები და ის თუ როგორ დევნის და როგორ ზღუდავს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მათ სისტემა. ჩვენ ფიზიკურად ვერაფერს ვიზამთ ასე, ვერ ვასწავლით მომავალ თაობას თავისუფლებას თუ არ დავიცავით ამ ადამიანების სიტყვის თავისუფლება, თუ არ უზრუნველვყავით ის, რომ სკოლაში მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. ახლაც და მომავალშიც ვიდგები მათ გვერდით, ვიბრძოლებ ბოლომდე თითოეული მათგანის დასაცავად, თქვენი სიტყვის თავისუფლებისთვის. დიახ, მე ვიდგები ამ ადამიანების გვერდით, ამ უდიდესი კომპეტენციის მქონე მასწავლებლების გვერდით, რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ მათ სურთ ევროპა, რომლებიც ისჯებიან იმისთვის, რომ მათ არ უნდათ რუსეთი“,-განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ