ნიკო თათულაშვილი ჟენევაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ნიკო თათულაშვილის ხელმძღვანელობით ქალაქ ჟენევაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე.

„ღონისძიების პირველ დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სიტყვით მიმართა დელეგატებს და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ ისაუბრა. ამავდროულად ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე. აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის ფართო სპექტრს, ყურადღებას ამახვილებს სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციაზე, ქმნის ვალდებულებებს საჯარო და კერძო სუბიექტებისთვის და ეფექტურად უზრუნველყოფს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხორციელებას.

ნიკო თათულაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ სამოქმედო გეგმის როგორც შემუშავების, ისე განხორციელების პროცესში სრულად ჩაერთვება სამოქალაქო სექტორი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად იმართება, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია მაღალი დონის დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს