ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მედიაში ბენზინის ფასის შესაძლო ზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, „აბსოლუტურ დეზინფორმაციას“ უწოდებს და განმარტავს, რომ „საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს“.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ.

„საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს - ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ.

შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას.

საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ბენზინის ფასის ზრდაა მოსალოდნელი. ამასთან, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, „რადგან საქართველო დღეს რუსეთისგან ვეღარ იღებს იაფ საწვავს და მოუწევს საერთაშორისო ფასებით ვაჭრობა, ეს საწვავზე ფასების ზრდას გამოიწვევს“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა