ირაკლი ლექვინაძე - დღეისათვის საწვავის ბაზარი ნორმალიზებულია, ფასები კი სტაბილური

დღეისათვის საწვავის ბაზარი ნორმალიზებულია, ფასები კი სტაბილური, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საწვავის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზარზე მონიტორინგს ახორციელებს.

„საქართველოში საწვავის ფასს არეგულირებს მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასი და ვალუტის გაცვლითი კურსი. საერთაშორისო ფასები სტაბილურია და ბოლო თვეში შემცირების ტრენდიც ფიქსირდება, სტაბილურია ლარის კურსი.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რეალიზატორ კომპანიებში ფასი სტაბილურია და ზრდის მიმართულებით არ შეცვლილა. რაიმე მოლოდინი რომ ფასების მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი ამ ეტაპზე არ არსებობს.

გაუმჯობესებულია კონკურენციის ხარისხიც გასულ წელთან შედარებით, ფასწარმოქმნა მთლიანად ექვემდებარება საბაზრო ფაქტორების გავლენებს. კერძოდ ამას მიუთითებს კომპანიების მოგების მარჟების დაბალი მაჩვენებლები, ასევე მცირე სხვაობები ფასებში ერთი და იგივე ტიპის საწვავზე (მაგ. ბენზინი რეგულარი) მცირე და მსხვილ ქსელებს შორის.

ამ დროისათვის, რუსული საწვავი თვითღირებულით გარკვეულ უპირატესობას ფლობს, თუმცა ევროპული და რუსული საწვავის თვითღირებულებას შორის ისეთი მკვეთრი სხვაობა არ არის, როგორც შარშან. რუსული ბაზრის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა დღეს არანაირი გლობალური ან შიდა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ფასების მკვეთრი მერყეობა გამოიწვიოს არ შეიმჩნევა”, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა