ილია ღუდუშაური - მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ტარიფების გათანაბრების შედეგად დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება

მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ტარიფების გათანაბრების შედეგად დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სერვისებზე ტარიფების გათანაბრება ქვეყანაში საკეისრო კვეთების მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა და ცვლილების ამოქმედებიდან, ერთი თვის შემდეგ კი უკვე დადებითი სტატისტიკა დაფიქსირდა.

„ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი ერთ-ერთი გამოწვევა იყო, სწორედ ამის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასის გათანაბრება, ეს აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა, იმისთვის რომ გარკვეული მოტივაციები შეიზღუდოს, საკეისრო კვეთებთან დაკავშირებით კლინიკების მხრიდან. მინდა დაგიდასტუროთ რომ გაუმჯობესებული სტატისტიკა გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი თვეა და ზოგად სურათზე საუბარი ვფიქრობ ნაადრევია, თუმცა, წინა პერიოდთან შედარებით დადებითი დინამიკა უკვე შეინიშნება“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ერთი თვეა რაც DRG მოდელით დაფინანსება მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზეც გავრცელდა. ცვლილების შედეგად, მშობიარობის დაფინანსება 500-დან 1222 ლარამდე, საკეისრო კვეთის კი 800-დან 1222 ლარამდე გაზარდა. აღნიშნული სერვისები კი ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს