გიგი წერეთელი - ჯერჯერობით ასეთი სიტუაციაა, თუ იბლოკება უკრაინის საკითხი, იბლოკება სხვა საკითხებიც და შესაბამისად, საქართველოს სტატუსის ამბავიც გადაიდება

ჯერჯერობით ასეთი სიტუაციაა, თუ იბლოკება უკრაინის საკითხი, იბლოკება სხვა საკითხებიც და შესაბამისად საქართველოს სტატუსის ამბავიც გადაიდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მისაღებ გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, გადაწყვეტილებამდე ბოლო ორი დღეა დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ძალიან მძიმე მოლაპარაკებები გაიმართება.

„ყველა ქვეყანას, რომელიც შევა ევროკავშირში, თავისი კონტრიბუცია შეაქვს. საქართველოს, როგორც ქვეყანას, თავისი დიდი ღირებულება გააჩნია, თუნდაც გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურად. ხელისუფლების თვალსაზრისით არავითარი ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ სხვანაირად გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან მძიმე მოლაპარაკებები იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ოპტიმისტები ვიყოთ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთლის ვარაუდით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებებმა, რომ უკრაინის საკითხს დაბლოკავს, შესაძლოა სხვა, აქამდე ჩუმად მყოფი ქვეყნების პრეტენზიებიც წამოიწიოს წინა პლანზე.

„რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ბრიუსელიდან. ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდი ევროპარლამენტში. თუნდაც ერთი კვირის წინ საკითხი ასე მწვავედ არ იდგა. შესაძლებელია მარტივად არ იყოს საქმე და ორბანის აქტიურმა დაბლოკვამ შეიძლება სხვებიც, ვინც შედარებით ჩუმად იყვნენ და უყურებდნენ სიტუაციას, შეიძლება მათი პრეტენზიებიც წამოიწიოს წინა პლანზე.

ზუსტად ვერავინ ვერაფერს იტყვის. რაღაც ნაბიჯები იდგმება ორბანის დასაკმაყოფილებლად, თუმცა ასევე არის შანსი, რომ ეს პროცესი გადაიდოს და დრო დასჭირდეს უფრო ფართო კონსენსუსის მოძებნას. ხვალ შეიძლება სხვა საკითხი გაჩნდეს კიდევ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე