ვახტანგ ცინცაძე - ექსპორტის მოცულობამ 11 თვეში გადააჭარბა 2022 წლის წლიურ მაჩვენებელს და 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 11.1 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

მათივე ცნობით, ექსპორტის მოცულობამ უკვე გადააჭარბა 2022 წლის წლიურ მაჩვენებლებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ასევე რეკორდულია 2023 წლის 11 თვის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, რომელიც 19.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და წლიურად 14.7 პროცენტით არის გაზრდილი.

„აღსანიშნავია, რომ საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები სწორედ იმ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების და სახელმწიფოს მიერ გადადგმული პოლიტიკის ნაბიჯების შედეგია, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, ერთი მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, საგარეო სავაჭრო ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, 2023 წელი იქნება ისეთივე პოზიტიური მაჩვენებლების წელი, როგორიც იყო 2021 და 2022 წელი.

„2023 წლის 11 თვის მონაცემებით, უკვე ფიქსირდება რეკორდული მაჩვენებლები საგარეო ვაჭრობის კუთხით, შესაბამისად ჩვენი მოლოდინია, რომ 2023 წელი იქნება ისეთივე პოზიტიური მაჩვენებლების წელი, როგორიც იყო 2021 და 2022 წელი“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება