ტრანსპორტის გაერთიანების ეგიდით, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სკოპიეში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების" (ITS) შესახებ რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საკუთარ გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და შუა დერეფნის მზარდ როლს, რის ფონზეც კიდევ უფრო აქტუალური ხდება „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების" დანერგვის საკითხი.
„მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების" დანერგვის და ზოგადად ტრანსპორტის სექტორის გაციფოვნების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების გამარტივებას და ეფექტურობის გაზრდას.
კონფერენციის შემდგომ ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ტრანსპორტის გაერთიანების ფარგლებში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების" სამომავლო დანერგვის შესახებ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.