ანრი ოხანაშვილი - ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს - ვულოცავ ჩვენს გუნდს, შრომა დაფასდა

ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს. ასევე, ვულოცავ ჩვენს გუნდს, შრომა დაფასდა - დიდი მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ნდობისთვის, რომელიც მათ ჩვენს გუნდს გამოუცხადეს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ქართველ ხალხს კიდევ ბევრი წარმატება ელის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს. მე ასევე, ვულოცავ ჩვენს გუნდს. შრომა დაფასდა და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც შრომაზე დაფუძნებით, დამსახურებაზე დაფუძნებით ენიჭება ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. დიდი მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ნდობისთვის, რომელიც მათ გამოუცხადეს ჩვენს გუნდს, მათ ჰქონდათ რწმენა, რომ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ეს იყო სწორი და სწორი პოლიტიკა, ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, რამაც მოიტანა კონკრეტული შედეგი. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, კიდევ ბევრი წარმატება გველის ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში