თენგიზ ცერცვაძე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი მთლიანად საქართველოს, ქართველ ხალხს, ქვეყნის ხელმძღვანელობას ისტორიულ გადაწყვეტილებას - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

„ეს არის უდიდესი მოვლენა საქართველოსთვის, რომელიც სწორი და გონივრული გამოყენების შემთხვევაში გზას გაუხსნის ქვეყანას დემოკრატიული აღმშენებლობის, ახალი ყოვლისმომცველი მიღწევებისა და საყოველთაო კეთილდღეობისკენ. ნამდვილად საშვილიშვილო საქმე გაკეთდა. საქართველოს მიღება ევროპულ ოჯახში დიდი წარმატებაა არამარტო საქართველოსთვის, არამედ თვითონ ევროკავშირისთვისაც. საქართველო პატარა, მაგრამ უდიდესი ტრადიციების, ნიჭის და ღირსების ქვეყანაა. მას შეუძლია ერთ-ერთი მარგალიტი გახდეს დიდ ევროპულ თაიგულში.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამედიცინო ცენტრებთან, მათ შორისაა: ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტები (NIH), Johns Hopkins-ის უნივერსიტეტი, ნიუ იორკის შტატის უნივერსიტეტი, ატლანტის ემორის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის, ბონის, ჰანოვერის საუნივერსიტეტო კლინიკები, პარიზის Beaujon და Groupe Hospitalier "La Pitié Salpêtrière ჰოსპიტლები, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, მადრიდის Carlos III ჰოსპიტალი, ლონდონის Royal Free ჰოსპიტალი, რომის Lazaro Spalanzani ჰოსპიტალი და სხვ.

თანამშრომლობის ფორმატი მოიცავს როგორც ერთობლივ სამეცნიერო საქმიანობას, ისე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას და ადამიანური პოტენციალის გაძლიერებას. საგულისხმოა, რომ ცენტრის 30-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა მოკლე და გრძელვადიანი სტაჟირება/ტრენინგი ამერიკის და ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში. ამ თანამშრომლობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა თანამედროვე ტიპის სამსახურის ჩამოყალიბებას და განვითარებას. შესაძლებელი გახადა მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება.

ცენტრის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში საერთაშორისო კონგრესებისა და კონფერენციების მუშაობაში, მათ შორის მოწვეული სპიკერების და სესიების თავმჯდომარეობის და კონფერენციების თანათავმჯდომარეების რანგში.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ცენტრმა აივ/შიდსის და სხვა გადამდები დაავადებების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისთვის და პიონერული სამეცნიერო კვლევებისთვის (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფორმულირებით) მიიღო ჯანმო-ს უმაღლესი ჯილდო - Dr. LEE Jong-Wook-ის პრემია და 85 000 აშშ დოლარი. ასეთი ჯილდო დღემდე არა აქვს მიღებული აღმოსავლეთ ევროპის არცერთი ქვეყნის არცერთ სხვა სამედიცინო დაწესებულებას. აღნიშნული ჯილდო ცენტრს გადაეცა ქ. ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე 2009 წლის 21 მაისს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გახდება ევროკავშირის და შესაბამისად, ცივილიზებული თანამეგობრობის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი”, - ნათქვამია განცხადებაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში