გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციის მომავალი არის გაჩერებულ ვაგონში, რომელიც ევროინტეგრაციის მატარებელს ჩამორჩა და ახალ ორთქლმავალს ელოდება - რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას ვერ მიიღებს

ოპოზიციის მომავალი არის გაჩერებულ ვაგონში, რომელიც ჩამორჩა ევროინტეგრაციის მატარებელს, ახლა ამ გაჩერებულ ვაგონში ცხოვრობს ოპოზიცია და ახალ ორთქლმავალს ელოდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს - ვერც ამ ცხრა რეკომენდაციაში და ვერც სხვა რეკომენდაციებში, ოპოზიცია ბუნებრივად ვერ მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ჩართვის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციამ პირველი ტესტი ვერ ჩააბარა, როდესაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციას იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვის თაობაზე მხარი არ დაუჭირა.

„კანდიდატის სტატუსის მოცემის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ის, რომ ფორმალურად მოგვანიჭეს და დე იურე გავხდით კანდიდატის სტატუსის ქვეყანა, არამედ პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ქართველმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ის იყო მართალი, ჩვენ ვიყავით მართლები, როდესაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო პარტნიორებს დავარწმუნებთ იმაში, რომ ქართული სახელმწიფო არის უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანა და პირველ რიგში, ამიტომაა თავსებადი ევროპულ კულტურასთან. ჩვენ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ვმუშაობდით ყველა რეკომენდაციაზე და ოპოზიცია პირიქით - ანგრევდა ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა. ამიტომაც დადასტურდა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და ქართველი ხალხის სასარგებლოდ. რაც შეეხება ოპოზიციის მომავალს, მისი მომავალი არის გაჩერებულ ვაგონში, რომელიც ჩამორჩა ევროინტეგრაციის მატარებელს. ახლა ამ გაჩერებულ ვაგონში ცხოვრობს ოპოზიცია და ახალ ორთქლმავალს ელოდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. შესაბამისად, ვერც ამ ცხრა რეკომენდაციაში და ვერც სხვა რეკომენდაციებში, ოპოზიცია ბუნებრივად ვერ მიიღებს მონაწილეობას, რადგან პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს - როდესაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო ოპოზიცია და დეოლიგარქიზაციის პროცესის შემადგენელ ნაწილად აღიარეს იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვა, ოპოზიციას იქ ხმა არ ამოუღია და ამის შემდეგ დაიწყეს საუბარი, რომ მონაწილეობას არ მიიღებდნენ და ხმა არ მისცეს ამ ცვლილებას, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაცია იყო. ბუნებრივია, პირველივე ტესტი რომ ვერ ჩააბარა ოპოზიციამ, იმედი არ მაქვს რომ დანარჩენ ტესტებს ჩააბარებს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა