ლევან დავითაშვილი - პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიშის ძალიან ბევრი საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო საზოგადოებისთვის ასეთი დეტალური ანგარიში, რადგან ძალიან ბევრი საკითხი პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან , - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრის 2023 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშის დიდი ნაწილი დაეთმო ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის, მიღწევებს ეკონომიკაში, რაც მოიცავდა არამხოლოდ გასული წლის პერიოდს, არამედ ბოლო 11 წელიწადში ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკურ შედეგებს.

მისივე თქმით, ეკონომიკური წინსვლა არის ერთადერთი გზა, რომ გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და ეკონომიკასთან მჭიდრო კავშირშია ყველა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ანგარიშში იყო აღნიშნული.

„2023 წელი, ისევე როგორც წინა წლები, გამოირჩეოდა ეკონომიკური აქტივობის კუთხით. ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 7 %-თან ახლოს იქნება ეკონომიკური ზრდის წლიური შედეგები, რაც ასევე ძალიან მაღალია. საქართველოს ეკონომიკური ზრდა გამოირჩევა არამხოლოდ რეგიონში, არამედ უფრო ფართო რეგიონში. პროგნოზების მიხედვითაც, შემდეგი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა აღმოსავლეთ, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უნდა იზრდებოდეს საკმაოდ სწრაფად - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5% ზე მაღალი უნდა იყოს, მომავალი წლის ბიუჯეტიც 5% იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ შეიძლება ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს", - აღნიშნა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა გასულ წელს დაფიქსირებულ, რეკორდულად მაღალი ინვესტიციების რაოდენობას, რომელიც 2 მილიარდ დოლარზე მეტი იყო, მისი განცხადებით, წელსაც საკმაოდ დადებითი დინამიკაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები იყოს ხარისხიანი და ჩვენთან შემოდიოდნენ კომპანიები, რომლებსაც აქვთ გადამდები ეფექტი ამა თუ იმ დარგის განვითარების კუთხით და თუ რომელიმე დარგს გამოვარჩევდით, ალბათ, ამ კუთხით უნდა აღინიშნოს აიტი სექტორი - ის ყალიბდება როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ფაქტობრივად ახალი, ერთ ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც ადრე ძალიან მნიშვნელოვან როლს ეკონომიკაში არ ასრულებდა, მაგრამ აიტი მომსახურების ექსპორტიდან შემოსავლები უკვე ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტია და ეს დინამიურად განვითარებადი დარგია", - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა, ასევე, მაღალი შეფასება მისცა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ გეგმას, რომლის ფარგლებშიც ზომიერად ვითარდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც მთლიანად დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული, ასევე საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტს, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა