ანა დოლიძე - კანდიდატის სტატუსს ვადარებ გასაღებს მანქანის გარეშე - თუ არ ავირჩიეთ მთავრობა, რომელიც პირობებს შეასრულებს და რეფორმებს გაატარებს, გასაღები დარჩება გასაღებად

კანდიდატის სტატუსს ვადარებ გასაღებს მანქანის გარეშე და თუ ჩვენ არ ავირჩიეთ მთავრობა, რომელიც პირობებს შეასრულებს და რეფორმებს გაატარებს, გასაღები დარჩება გასაღებად, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა, რომლის არგამოყენება არის დანაშაული.

„კანდიდატის სტატუსს უნდა შევხედოთ როგორც შესაძლებლობას. სტატუსს ვადარებ გასაღებს მანქანის გარეშე, თუ ჩვენ არ ავირჩიეთ მთავრობა, რომელიც პირობებს შეასრულებს და რეფორმებს გაატარებს, გასაღები დარჩება გასაღებად. ეს არის შესაძლებლობა, რომლის არგამოყენება დანაშაულია. თუ გადაწყვეტ, მოიქცე თურქეთივით, იქნები თურქეთივით, აქაც არავითარი პერსპექტივა არ გვაქვს, რადგან დემოკრატიას, რომ თავი დავანებოთ, ბოლო 40 წელში თურქეთი ე.წ. მესამე ქვეყნიდან გახდა წამყვანი ინდუსტრიული ქვეყანა მსოფლიოში, საუკეთესო ჯარით. „ქართული ოცნების“ პირობებში ეს ჩვენ საერთოდ არ „გვეჭყანება“, სამწუხაროდ. 90-იანი წლების დასაწყისში, ვინც კი გეოლოგი ან რაიმე ტექნიკური პროფესიის ადამიანი ყოფილა, ან ოჯახში ამ პროფესიის წევრი ჰყავს, დამერწმუნება, რომ 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა საქართველოს განვითარების პირობები გაცილებით წინ იყო, ვიდრე მაშინდელი თურქეთის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ