საფრანგეთში ქართველი ქალი მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს, წყვილის 5 შვილზე სოციალური სამსახური ზრუნავს

საფრანგეთის ქალაქ ტულონში 28 წლის ქართველი ქალი, ლანა კ., 31 წლის მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მეზობლების განცხადებით, მათ წყვილს შორის ჩხუბის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისულ პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ და მისი რეანიმირება ვეღარ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, დახრჩობის კვალი აღენიშნება.

წყვილის ხუთ შვილზე, რომლებიც მცირეწლოვნები არიან, ბავშვთა სოციალური სამსახური ზრუნავს. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო. იგეგმება ეჭვმიტანილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს