ანა დოლიძე - პრემიერის გამოსვლა, თითქოს პოლიციელების ხელფასი გაიზარდა, ფაქტობრივად, ტყუილია - გაძვირებულ საკვებს რომ ყიდულობ ციფრებში მომატებული ხელფასით, გამოდის, რომ ხელფასი რეალურად არ გაზრდილა“

პრემიერის გამოსვლა, თითქოს პოლიციელების ხელფასი გაიზარდა, ფაქტობრივად, ტყუილია. გაძვირებულ საკვებს რომ ყიდულობ ციფრებში მომატებული ხელფასით, გამოდის, რომ ხელფასი რეალურად არ გაზრდილა, - ასე აფასებს პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ პრემიერ-მინისტრის ანგარიშს.

პარტიის ლიდერის თქმით, საქართველოში ყველა ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების თანაბარი პირობები უნდა იყოს შექმნილი.

„დავიწყოთ იმით, რომ პრემიერის ანგარიშის მოსმენისას მრჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს და პოლიციის თანამშრომლები ცხოვრობენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათი შემოსავლები წლიდან წლამდე არ უნდა იზრდებოდეს. საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანაში სხვა პროფესიის ადამიანებიც ცხოვრობენ და ხელფასები მათთვისაც უნდა იმატებდეს. ამასთან, ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, იტყუება, როცა თუნდაც პოლიციელების ხელფასების ზრდაზე საუბრობს.

თუ გავითვალისწინებთ სამომხმარებლო პროდუქტების გაძვირებას, მაღალ ფასებს, რა გამოდის - გაძვირებულ საკვებს რომ მომატებული ხელფასით ყიდულობს პოლიციელი, ეს რეალური ზრდა ხომ არ არის. იზრდება ციფრებში და რეალურად კი, პოლიციელების ცხოვრებაში არაფერი იცვლება.

ჩვენი პარტია სოციალურ თანასწორობაზე და ხალხის კეთილდღეობაზე საუბრობს და მუშაობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში ყველა ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების თანაბარი პირობები უნდა იყოს შექმნილი“, - აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს