ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს - მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება ან ქუჩით, რადგან ორივეს სჭირდება ერთი რესურსი - ხალხის მხარდაჭერა

დღეს ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოაწყოს.

“საუბარი იმაზე, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან იგივე სცენარის განვითარებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განავითარეს, აბსოლუტურად ლოგიკურია. მათ სხვა გზა და არჩევანი არც აქვთ. სინამდვილეში, ესეც არ არის მათი არჩევანი. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება ან ქუჩით. საბოლოოდ, არჩევნებსაც და ქუჩასაც ერთი და იგივე რესურსი სჭირდება, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ბუნებრივია, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. აქედან გამომდინარე, ეს მცდელობა იქნება, თუმცა, განწირულია ფიასკოსთვის. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნის თემის გამოყენებას ამ მიზნებისთვის, თეორიულად ყველაფერი შეიძლება, ასეც და ისეც. როგორც წინა შემთხვევაში ვერ მოახერხეს ვერც რევოლუციის მოწყობა, ვერც არსებითად ვითარების არევა ჩვენს ქვეყანაში, ასე გააგრძელებენ ისინი მომავალშიც. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოაწყონ”, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, “ქართული ოცნების’ თავმჯდომარე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მორიგი მტკიცებულება იქნება იმის, რომ ის პირდაპირ მიყვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს.

„რაც შეხება შეწყალებას, ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რაღაცები აკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მისგან არავის არაფერი გაუკვირდება. ის არის ჩვეულებრივად რადიკალური პოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, მან ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება გადადგას. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ის პირდაპირ მიყვება კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგს”, - განაცხადა კობახიძემ.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი