მოგულის დისციპლინაში ქალ სპორტსმენებს შორის მსოფლიო თასის მფლობელი, ენტონი ჯაკარა - აქ ყველაფერი იდეალურია - თოვლი, ფერდობის საფარი, თქვენი ქვეყანა მსოფლიო თასის კარგი მასპინძელია

ბაკურიანში, საერთაშორისო ღონისძიებაში, სადაც მსოფლიოს წამყვანი 16 ქვეყნის 90 სპორტსმენი ასპარეზობს, მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის მფლობელი მამაკაცთა კვალიფიკაციაში იაპონელი ჰორიშიმა იკუმა, ხოლო ქალთაში - ავსტრალიელი ენტონი ჯაკარა გახდნენ.

რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს მამაკაცთა კვალიფიკაციაში, შვედმა - გრავენფორს ფილიპმა და კანადელმა - კინგსბერი მაიკლმა გაინაწილეს. ქალთა კვალიფიკაციაში კი იაპონელი - იანაგიმოტო რინომი გავიდა მეორე ადგილზე, მესამეზე კი ამერიკელი სოარ ჰანა.

„საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიყავი და აქ დაბრუნება კიდევ უფრო გასაოცარია. მიხარია, რომ შობას მსოფლიო თასის გამარჯვებულის რანგში შევხვდები, თუმცა, ხვალ ორმაგი მოგულის დღეა და ვეცდები ჩემი ძალების დემონსტრირება იქაც მოვახდინო. რაც შეეხება ბაკურიანს, აქ ყველაფერი იდეალურია - თოვლი, ფერდობის საფარი. თქვენი ქვეყანა მსოფლიო თასის კარგი მასპინძელია“, - განაცხადა მოგულის დისციპლინაში ქალ სპორტსმენებს შორის მსოფლიო თასის მფლობელმა, ენტონი ჯაკარამ.

მსოფლიო თასის მფლობელის, ჰორიშიმა იკუმას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანში ბუნებრივი თოვლი თითქმის არ იყო, ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაბრკოლება არ ყოფილიყო.

„მიხარია, რომ გავიმარჯვე, სწორედ, ამ შედეგის მიღება მსურდა. ბაკურიანში გასულ თებერვალსაც ვიყავი, შესანიშნავი სასრიალო სივრცე გაქვთ და ძალიან მიყვარს საქართველო”,- აღნიშნა მან.

მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის შეფასებით, მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის პირველი დღე წარმატებით დასრულდა და საერთაშორისო სათხილამურო დელეგაციების მხრიდანაც კარგი შეფასება დაიმსახურა.

„მსოფლიო თასის პირველი დღე დასრულებულია. კარგი შეფასებები გვაქვს საერთაშორისო სათხილამურო დელეგაციების მხრიდან. ასევე ათლეტებიც კმაყოფილები არიან. ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელი დღეც საკმაოდ წარმატებული იქნება. სირთულეები გვქონდა მიმდინარე დღეებში, მაგრამ განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ გვეწარმოებინა ხელოვნური თოვლი და წარმატებით გვემასპინძლა მსოფლიო თავისთვის”,- განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.

მსოფლიო თასი ფრისტაილში ბაკურიანში ხვალაც გაგრძელდება. ჩემპიონატი ხვალ, უკვე დუალ მოგულის დისციპლინაში გაიმართება. კოხტას სასრიალო არეალზე, 90 ათლეტი (36 ქალი და 55 კაცი), მსოფლიოს 16 ქვეყნიდან, ერთმანეთს მსოფლიო თასის მოსაპოვებლად შეეჯიბრება.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში