გედევან ფოფხაძე - ივანიშვილს არაფერი სჭირდება, მას კომფორტული სიტუაცია აქვს - რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას, სუს-ი დაჯდება და მიიღებს

ივანიშვილს არაფერი სჭირდება, კომფორტული სიტუაცია აქვს: ჰყავს მარიონეტული სტრუქტურა, - ამის შესახებ ოპოზიცინერმა პოლიტიკოსმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.

მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში, შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილმა ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს.

„ბოდიში მოუხადოს იმის გამო, რომ 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი მოჰპარა და თქვას: „ხალხო, რა გავაკეთო იმისათვის, რომ თქვენთან კეთილსინდისიერ ადამიანი ვიყო“. ივანიშვილს არაფერი სჭირდება, მას კომფორტული სიტუაცია აქვს: ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება და მარიონეტული სტრუქტურა. რეალურად ჩვენ არ გვაქვს მთავრობა, ისინი არიან მარიონეტები, რომლებიც საცეცებით ჩამოკიდა, როცა უნდა შავ ყუთში გადააგდებს. ეს არის მოცემულობა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა“,- განაცხადა ფოფხაძემ.

გარდა ამისა, გედევან ფოფხაძემ ისაუბრა საარჩევნო სიის ფორმირებაზე, როგორც ფოფხაძე აცხადებს, მმართველი გუნდის სიას სუს-ი ადგენს.

„სუს-ი დაჯდება და მიიღებს სიებს. მე ვესწრებოდი სხდომებს, რომელსაც ასევე ესწრებოდა ვახტანგ გომელაური და სოსო გოგაშვილი. ისინი აკონტროლებდნენ პროცესს. მაშინ იქ იყო გიორგი კვირიკაშვილის ინტერესი, მეორე მხარეს იყო ამათი [სუს-ის] ინტერესი. როდესაც სუს-ი თავის ინტერესს ვერ იცავდა, შემდეგ მიდიოდნენ იმ ოლქში, სადაც მათი კანდიდატები არ იყვნენ, უყენებდნენ კანდიდატებს სხვა პარტიებიდან. ივანიშვილი ყველას გვარწმუნებდა, რომ მისიანია. მე მიმაჩნდა, რომ ბიძინასი ვიყავი. კვირიკაშვილსაც მიაჩნდა, რომ მისი იყო. არ გექმნებოდა განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი გერად გთვლიდა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი ვითარება იყო ადგილობრივ არჩევნებზეც, რომელიც სუს-ს აქვს მონოპოლიზებული.

„გამორიცხულია საკრებულოს სიაში მოხვდეს ადამიანი სუს-ის მონაწილეობის გარეშე. ამაში პარტია, საერთოდ, არ იღებს მონაწილეობას.

კანდიდატების სიას მიაწვდიან სუს-ს, სუს-ი გაფილტრავს და გაფილტრულ სიას მიუტანს ბიძინა ივანიშვილს, ეტყვიან, რომ ეს ადამიანები არიან სანდოები და ამ ხალხთან მუშაობა შეიძლება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა